ტუნისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ტუნისი (არაბ. تونس), ოფიციალურად ტუნისის რესპუბლიკა (არაბ. الجمهورية التونسية) — სახელმწიფო ჩრდილოეთ აფრიკაში, ხმელთაშუა ზღვის სამხრეთ სანაპიროზე. ესაზღვრება ალჟირი და ლიბია. ტუნისის მოსახლეობა 2019 წელს 11,7 მილიონი იყო.[1] ტუნისის სახელი მომდინარეობს დედაქალაქ ტუნისიდან (მშობლიური სახელი: ტუნესტი), რომელიც მდებარეობს მის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე.
ტერმინს „ტუნისი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ტუნისი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ტუნისის რესპუბლიკა | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
|
||||||
ჰიმნი: სამშობლოს დამცველები |
||||||
|
||||||
დედაქალაქი (და უდიდესი ქალაქი) | ტუნისი 36°50′ ჩ. გ. 10°09′ დ. გ. | |||||
ოფიციალური ენა | არაბული | |||||
მთავრობა | საპრეზიდენტო რესპუბლიკა | |||||
- | ტუნისის პრეზიდენტი | კაის საიდი | ||||
- | პრემიერ-მინისტრი | ჰიშემ მეშიში | ||||
ფართობი | ||||||
- | სულ | 163 610 კმ2 (92-ე) | ||||
- | წყალი (%) | 5.0 | ||||
მოსახლეობა | ||||||
- | 2019 შეფასებით | 11,722,03 (78-ე) | ||||
- | 1994 აღწერა | 8 785 711 | ||||
- | სიმჭიდროვე | 71 კაცი/კმ2 (133-ე) | ||||
მშპ (მუპ) | 2020 შეფასებით | |||||
- | სულ | $159.707 მილიარდი (მე-60) | ||||
- | ერთ მოსახლეზე | $13,417 (73-ე) | ||||
აგი (2018) | 0.739 (საშუალო) (91-ე) | |||||
ვალუტა | ტუნისური დინარი (TND ) |
|||||
დროის სარტყელი | UTC+01:00 | |||||
- | ზაფხულის (DST) | UTC+02:00 (UTC) | ||||
ქვეყნის კოდი | TUN | |||||
Internet TLD | .tn | |||||
სატელეფონო კოდი | +216 |
გეოგრაფიულად ტუნისი მოიცავს ატლასის მთების აღმოსავლეთის ბოლოს და საჰარას უდაბნოს ჩრდილოეთს. ქვეყნის დანარჩენი ნაწილი ნაყოფიერი ნიადაგია. მისი 1.300 კილომეტრიანი სანაპირო ზოლი მოიცავს ხმელთაშუა ზღვის აუზის დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაწილების აფრიკულ კავშირს.
ტუნისი არის უნიტარული, ნახევრად საპრეზიდენტო, წარმომადგენლობითი დემოკრატიული რესპუბლიკა. იგი ითვლება ერთადერთ სრულად დემოკრატიულ სუვერენული სახელმწიფოდ არაბულ სამყაროში.[2][3] მას აქვს ადამიანის განვითარების მაღალი ინდექსი.[4] გაფორმებული აქვს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება; არის ფრანკოფონიის წევრი ქვეყანა, ხმელთაშუა ზღვის კავშირის, აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკის გაერთიანებული ბაზრის, არაბ მაღრიბელთა კავშირის, არაბული ლიგის, არაბთა დიდი თავისუფალი სავაჭრო სივრცის, საჰელ-საჰარის სახელმწიფოების საზოგადოების, აფრიკის კავშირის, მიუმხრობლობის მოძრაობის, ჯგუფი 77-ის წევრი და მოიპოვა ნატოს მხრიდან შეერთებული შტატების მთავარი მოკავშირის სტატუსი. გარდა ამისა, ტუნისი ასევე არის გაეროს წევრი ქვეყანა და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის წესდების წევრი. მჭიდრო ურთიერთობა აქვს ევროპასთან, კერძოდ საფრანგეთთან და იტალიასთან.[5] იტალიასთან[6][7] ჩამოყალიბებული საგარეო ურთიერთობები მოიცავს ეკონომიკურ თანამშრომლობას, პრივატიზაციას და ინდუსტრიულ მოდერნიზაციას.
ძველად ტუნისი ძირითადად ბერბერებით იყო დასახლებული. ფინიკიური ემიგრაცია დაიწყო ძვ. წ. XII საუკუნეში. ემიგრანტებმა დააარსეს კართაგენი. დიდი მერკანტილური ძალა და რომის რესპუბლიკის სამხედრო მეტოქე, კართაგენი, დაამარცხეს რომაელებმა ძვ. წ. 146 წელს. რომაელებმა ტუნისი დაიკავეს მომდევნო 800 წლის განმავლობაში, შემოიტანეს ქრისტიანობა და დატოვეს არქიტექტურული მემკვიდრეობები, მაგალითად, ელ ჯემის ამფითეატრი. 647 წელს წამოწყებული რამდენიმე მცდელობის შემდეგ, მუსლიმებმა 697 წელს დაიპყრო მთელი ტუნისი და რელიგიად გამოაცხადეს ისლამი. 1534 წელს რეგიონის დაპყრობისა და კოლონიზაციისთვის დაწყებული რიგი კამპანიების შემდეგ, ოსმალეთის იმპერიამ 1574 წელს დაამყარა კონტროლი და შემდეგ 300 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეძლო კონტროლის შენარჩუნებად. ტუნისის კოლონიზაცია საფრანგეთის მიერ მოხდა 1881 წელს. ტუნისმა დამოუკიდებლობა მოიპოვა ჰაბიბ ბურგიბას მეთაურობით და 1957 წელს გამოცხადდა ტუნისის რესპუბლიკა. 2011 წელს ტუნისის რევოლუციამ გამოიწვია პრეზიდენტ ზინ ელ-აბიდინ ბენ ალის მმართველობის დამხობა, რასაც მოჰყვა საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანამ საპარლამენტო არჩევნებზე ხმა მისცა ხელახლა 2014 წლის 26 ოქტომბერს და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 2014 წლის 23 ნოემბერს.[8] შედეგად, ტუნისი ჩრდილოეთ აფრიკაში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც კლასიფიკაციით „თავისუფლად“ მიიჩნია Freedom House-მა[9] და ასევე ითვლება დემოკრატიის ინდექსით, როგორც არაბულ სამყაროში ერთადერთი დემოკრატია.[10]