აახენი
From Wikipedia, the free encyclopedia
აახენი, ახენი (გერმ. Aachen, ფრანგ. Aix-la-Chapelle, ნიდერლ. Aken, ლათ. Aquisgranum) — უძველესი ისტორიული ქალაქი ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში, გერმანია. მდებარეობს გერმანიის უკიდურეს დასავლეთში, ბელგიისა და ნიდერლანდების საზღვართან, კიოლნიდან დასავლეთით 65 კმ.-ში.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
აახენი გერმ. Aachen | |||||
| |||||
ქვეყანა | გერმანია | ||||
ფედერალური მხარე | ჩრდილოეთი რაინ-ვესტფალიაჩრდილოეთი რაინ-ვესტფალია | ||||
შიდა დაყოფა | ჰაარენი, ლაურენსბერგი, აილენდორფი, რიხტერიხი, ბრანდი, კონელიმიუნსტერი/ვალჰაიმი და აახენ-მიტე | ||||
კოორდინატები | 50°46′34″ ჩ. გ. 6°05′02″ ა. გ. | ||||
მმართველი | Sibylle Keupen | ||||
ფართობი | 160.85 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 173 მეტრი, 410 მეტრი, 125 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 252 136 (31 დეკემბერი, 2022)[1] | ||||
სიმჭიდროვე | 1 500 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | ევროპა/ბერლინი, UTC+1, ზაფხულის დრო და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | 0241, 02403, 02405, 02407 და 02408 | ||||
საფოსტო ინდექსი | 52062, 52063, 52064, 52065, 52066, 52067, 52068, 52069, 52070, 52071, 52072, 52073, 52074, 52075, 52076, 52077, 52078, 52079 და 52080 | ||||
საავტომობილო კოდი | AC | ||||
ოფიციალური საიტი | https://www.aachen.de/ | ||||
აახენი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძი და ეკონომიკური ცენტრია. არის ქვანახშირის აუზის ცენტრი, მეტალურგია, მანქანათმშენებლობა, საფეიქრო, კვებისა და ქიმიური მრეწველობა, ასევე ბალნეოლოგიური კურორტი.
ქალაქის დაარსების თარიღად 89-120 წლები ითვლება, როდესაც რომაელებმა აქ სამკურნალო აბანოები ააგეს (ლათინური სახელწოდება Aquae Grani უკავშირდება წყლებს და, შესაძლოა, კელტურ-გერმანულ მკურნალობის ღვთაება გრანუსს). VIII ს. დამლევს კარლოს დიდმა აახენი თავის რეზიდენციად აქცია და, ააგებინა სასახლე (დაანგრიეს ნორმანებმა 881 წ.) და საკათედრო ტაძარი, რომლის ცენტრალური ნაგებობაა კარლოს დიდის კაპელა (798-805) - კაროლინგების ხანის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუში; აქ არის კარლოს დიდისა და ოტო III-ის სამარხები. XII-XIII სს. აახენი ვაჭრობა-ხელოსნობის მნიშვნელოვანი ცენტრია, ფრიდრიხ I-ისა და ფრიდრიხ II-ის დროს — თავისუფალი საიმპერიო ქალაქი. 813-1531 წლებში გერმანიის იმპერატორთა კორონაციის ადგილია. XVI-XVII სს. რელიგიური ომებისა და 1656 წ. დიდი ხანძრის შედეგად აახენი დაქვეითდა, თუმცა კურორტი და ფართოდ გავრცელებული პროსტიტუცია კვლავ იზიდავდა სტუმრებს. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროს ქალაქი ფრანგებმა დაიკავეს (1794 წ.). 1801 წ. ლუნევილის ზავით საფრანგეთს გადაეცა, 1815 წ. ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით კი — პრუსიას. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში (1945-1949 წწ.) შედიოდა გერმანიის ოკუპაციის ბრიტანულ ზონაში.