ლუნევილის ზავი
From Wikipedia, the free encyclopedia
ლუნევილის ზავი (ფრანგ. Traité de Lunéville) — დაიდო 1801 წლის 9 თებერვალს ქალაქ ლუნევილში საფრანგეთსა (ნაპოლეონ ბონაპარტი) და ავსტრიას (ფრანც II) შორის. ზავი ეხებოდა აგრეთვე მთელს საღვთო რომის იმპერიას. ლუნევილის ზავით დასრულდა მეორე კოალიციის ომი საფრანგეთის წინააღმდეგ და აღდგა 1797 წლის კამპო-ფორმიოს ზავის პირობები.[1]
სწრაფი ფაქტები ლუნევილის ზავი ...
ლუნევილის ზავი | |
---|---|
ტიპი | სამშვიდობო ხელშეკრულება |
ხელი მოეწერა | 9 თებერვალი, 1801; 223 წლის წინ (1801-02-09) |
ადგილი | ლუნევილი, საფრანგეთი |
ხელი მოაწერეს | საფრანგეთი |
ენები | ფრანგული, გერმანული |
დახურვა
საფრანგეთმა მიიღო მდ. რაინის მარცხენა მხარეზე მდებარე მიწები და მიაღწია კოალიციის მიერ 3 სატელიტი სახელმწიფოს აღიარებას (ბატავიის, ჰელვეციის და ლიგურიის რესპუბლიკები). გერმანელმა ფიურსტებმა, რომლებმაც მდ. რაინის გადაღმა მიწები დაკარგეს, 1803 წლის იმპერიის დეპუტატთა უზენაესი გადაწყვეტილების თანახმად კომპენსაციები მიიღეს.[2][3]