ნაპოლეონ ბონაპარტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ნაპოლეონ ბონაპარტი (ფრანგ. Napoleon Bonaparte; დ. 15 აგვისტო, 1769, აიაჩო, კორსიკა — გ. 5 მაისი, 1821, წმინდა ელენეს კუნძული) — საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ევროპის ისტორიაში. იყო საფრანგეთის რევოლუციის გენერალი და საფრანგეთის მმართველი, როგორც საფრანგეთის კონსულატის პრემიერ-კონსული 1799-1804 წლებში და შემდგომ როგორც „ფრანგთა იმპერატორი“ 1804-1815 წლებში, იტალიის მეფე ნაპოლეონ I-ის სახელით 1805-1814 წლებში და რაინის კავშირის პროტექტორი 1806-1814 წლებში.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ნაპოლეონ ბონაპარტი}} |
ტერმინს „ნაპოლეონი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ნაპოლეონი (მრავალმნიშვნელოვანი). |
ნაპოლეონ I | |
---|---|
Napoléon I | |
ნაპოლეონი თავის კაბინეტში. ავტ. ჟაკ-ლუი დავიდი (1812) | |
საფრანგეთის იმპერატორი | |
კორონაცია: | 2 დეკემბერი 1804, ნოტრ-დამი |
მმართ. დასაწყისი: | 20 მარტი 1804, 1 მარტი 1815 |
მმართ. დასასრული: | 6 აპრილი 1814, 22 ივნისი 1815 |
წინამორბედი: | ლუი XVI |
მემკვიდრე: |
1. ლუი XVIII (დე ფაქტო), 2. ნაპოლეონ II (დე იურე) |
სხვა წოდებები: |
იტალიის მეფე რაინის კავშირის პროტექტორი შვეიცარიის მედიატორი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1769 |
დაბ. ადგილი: | აიაჩო |
გარდ. თარიღი: | 1821 |
გარდ. ადგილი: | წმინდა ელენეს კუნძული |
მეუღლე: |
1. ჟოზეფინა ბოარნე, 2. მარია ლუიზა ავსტრიელი |
შვილები: | ნაპოლეონ II |
დინასტია: | ბონაპარტების დინასტია |
მამა: | კარლო ბუონაპარტე |
დედა: | ლეტიცია რამოლინო |
ხელმოწერა: | |
დაიბადა კორსიკაში, სწავლობდა საფრანგეთში, როგორც არტილერიის ოფიცერი. პოპულარობა მოიხვეჭა საფრანგეთის რევოლუციის დროს, როდესაც წარმატებით უხელმძღვანელა სადამსჯელო ოპერაციებს აჯანყებულთა წინააღმდეგ. 1799 წელს ნაპოლეონმა მიაღწია საფრანგეთის პირველ კონსულობას, ხოლო ხუთი წლის შემდეგ გახდა საფრანგეთის პირველი იმპერატორი.
1812 წელს, ნაპოლეონის რუსეთის კამპანია კრახით დასრულდა. 1813 წლის ოქტომბერში, ლაიფციგთან ანტიფრანგულმა კოალიციამ ნაპოლეონის ჯარები დაამარცხა, რასაც მოყვა ნაპოლეონის პირველი გადადგომა 1814 წლის აპრილში. იგი გადასახლებულ იქნა ხმელთაშუა ზღვის პატარა კუნძულ ელბაზე. 1815 წლის მარტში ის დაბრუნდა საფრანგეთში და აღადგინა კონტროლი ხელისუფლებაზე, თუმცა მან ამჯერად ხელისუფლება მხოლოდ ას დღეს შეინარჩუნა. 1815 წლის 18 ივნისს ვატერლოოსთან იგი საბოლოოდ დამარცხდა (იხილეთ ვატერლოოს ბრძოლა) და გადასახლებულ იქნა ატლანტის ოკეანის სამხრეთის შორეულ წმინდა ელენეს კუნძულზე, სადაც იგი ექვსი წლის შემდეგ, 1821 წლის 5 მაისს, გარდაიცვალა.