ალისა ბრიტანელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ალისა ბრიტანელი (ინგლ. Princess Alice of United Kingdom, გერმ. Alice von Großbritannien; დ. 25 აპრილი, 1843, ლონდონი, დიდი ბრიტანეთის სამეფო — გ. 14 დეკემბერი, 1878, დარმშტადტი, გერმანიის იმპერია) — საქსენ-კობურგის და გოთას დინასტიის წარმომადგენელი. ჰესენის დიდი ჰერცოგინია 1877-1878 წლებში. ჰერცოგ ლუდვიგ IV-ის მეუღლე. დიდი ბრიტანეთის დედოფალ ვიქტორიასა და პრინც ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელის მესამე შვილი. მეფე ედუარდ VII-ის და, გერმანიის იმპერატორ ვილჰელმ II-ის დეიდა და რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ II-ის სიდედრი. იგი დედოფალი ვიქტორიას ცხრა შვილიდან პირველი გარდაიცვალა.
ალისა ბრიტანელი | |
---|---|
ჰესენის დიდი ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 13 ივნისი, 1877 |
მმართ. დასასრული: | 14 დეკემბერი, 1878 |
წინამორბედი: | მატილდა კაროლინა ბავარიელი |
მემკვიდრე: | ვიქტორია მელიტა საქსენ-კობურგ-გოთელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 25 აპრილი, 1843 |
დაბ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
გარდ. თარიღი: | 14 დეკემბერი, 1878, (35 წლის) |
გარდ. ადგილი: | დარმშტადტი, გერმანია |
დაკრძ. ადგილი: |
18 დეკემბერი, 1878 დარმშტადტი, გერმანია |
მეუღლე: | ლუდვიგ IV, ჰესენის დიდი ჰერცოგი |
შვილები: |
ვიქტორია, ბატენბერგის პრინცესა ელიზაბეთი, რუსეთის დიდი მთავარი ირინე ერნესტ ლუდვიგი, ჰესენის დიდი ჰერცოგი ფრიდრიხი ალიქსა, რუსეთის იმპერატრიცა მარია |
სრული სახელი: | ალისა მაუდ მერი |
დინასტია: | საქსენ-კობურგ-გოთა |
მამა: | ალბერტ საქსენ-კობურგ-გოთელი |
დედა: | ვიქტორია, დიდი ბრიტანეთის დედოფალი |
რელიგია: |
ჯერ ანგლიკანიზმი შემდეგ ლუთერანიზმი |
ალისამ ბავშვობა მშობლებთან და დედმამიშვილებთან ერთად გაატარა, რომლებთან ერთადაც მოგზაურობდა ხოლმე ბრიტანეთის სხვადასხვა მხარეში. მას განათლება მამის ახლო მეგობარმა, ბარონმა სტოკმარმა მისცა და შეასწავლა ხელსაქმე, პრაქტიკული საქმიანობა და ისეთი ენები, როგორებიცაა: ფრანგული და გერმანული. როდესაც 1861 წელს მამამისი, პრინცი ალბერტი დაავადდა, ალისა მას სიკვდილამდე, როგორც მედდა ისე უვლიდა. ქმრის გარდაცვალების შემდეგ დედოფალი ვიქტორია ექვსი თვით გლოვას მიეცა, რა დროსაც სწორედ ალისა ასრულებდა დიდი ბრიტანეთის დედოფლის მოვალეობებს. 1862 წლის 1 ივლისს, როდესაც სამეფო კარი ჯერ კიდევ გლოვის პერიოდში იყო, ალისა დაქორწინდა გერმანელ პრინც ლუდვიგ ჰესენელზე, ჰესენის დიდი ჰერცოგის ვაჟსა და პირველ მემკვიდრეზე. მოკრძალებული ქორწილი ოსბორნის სახლში ჩატარდა, რომელსაც დედოფალმა უწოდა „უფრო დაკრძალვა, ვიდრე ქორწილი“. პრინცესა ალისას დარმშტადტში ცხოვრება არ ყოფილა ბედნიერი გაღატაკების, ოჯახური ტრაგედიებისა და ქმარსა და დედას შორის ურთიერთობის გაუარესების გამო.
ფლორენს ნაიტინგეილის საქმიანობამ ალისა შთააგონა, რომელსაც ისედაც ყოველთვის ჰქონდა მისწრაფება საექთნო საქმისაკენ. მას შემდეგ, რაც ჰესენი ავსტრია-პრუსიის ომში ჩაება და დარმშტადტი დაჭრილი ჯარისკაცებით გადაივსო, ორსული ალისა ზრუნავდა საველე საავადმყოფოების მოწესრიგებაზე. მისმა საქმიანობამ დედოფალი ვიქტორია დაინტერესდა ალისას სამედიცინო და განსაკუთრებით გინეკოლოგიური ნიჭით. მან 1871 წელს ალისას ახლადგათხოვილ დას, ლუიზას მისწერა: „ნუ მიბაძავთ ალისას. იყავით ჩუმად და ძალიან ფრთხილად თქვენს ინტერესებთან დაკავშირებით“. 1877 წელს ქმრის ტახტზე ასვლით ალისა ჰესენის დიდი ჰერცოგინია გახდა. 1878 წელს ჰესენის სამეფო კარს დიპტერიის ეპიდემია მოედო. იმ წელს ჯერ ალისას ქალიშვილი, შემდეგ კი თავად 35 წლის ალისაც გარდაიცვალა დიპტერიით.
მოგვიანებით ალისას ორი ქალიშვილი რუსეთის საიმპერატორო კარზე გათხოვდა, თუმცა ორივე მათგანი 1918 წელს ბოლშევიკებმა სასტიკად დახოცეს. ასევე ალისას შთამომავალია დედოფალ ელისაბედ II-ის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპე.