არიელ ორტეგა
არგენტინელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
არიელ არნალდო ორტეგა (ესპ. Ariel Arnaldo Ortega; დ. 4 მარტი, 1974, ლიბერტადორ-ხენერალ-სან-მარტინი, ხუხუის პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, შემტევი ნახევარმცველი.[4] ფეხბურთის გულშემატკივრებში უფრო ცნობილია როგორც ელ ბურიტო ორტეგა.[5]
სწრაფი ფაქტები პირადი მონაცემები, სრული სახელი ...
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | არიელ არნალდო ორტეგა [1][2][3] | ||
დაბადების თარიღი | 4 მარტი, 1974 (1974-03-04) (50 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
ლედესმა, ხუხუის პროვინცია, არგენტინა | ||
სიმაღლე | 170 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ნახევარმცველი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1991–1996 | რივერ პლეიტი | 134 | (30) |
1997–1998 | ვალენსია | 29 | (9) |
1998–1999 | სამპდორია | 27 | (8) |
1999–2000 | პარმა | 18 | (3) |
2000–2002 | რივერ პლეიტი | 56 | (23) |
2002–2003 | ფენერბაჰჩე | 14 | (5) |
2004–2006 | ნიუელსი | 53 | (11) |
2006–2012 | რივერ პლეიტი | 82 | (12) |
2008–2009 | → ინდეპენდიენტე | 25 | (4) |
2011 | → ოლ ბოისი | 12 | (0) |
2011–2012 | → დეფ. ბელგრანო | 27 | (4) |
სულ | 447 | (109) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1993–2010 | არგენტინა | 87 | (17) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
დახურვა
საფეხბურთო კარიერის მნიშვნელოვანი ნაწილი „რივერ პლეიტში“ გაატარა. ბეტო ალონსოს, დანიელ პასარელას და ენცო ფრანჩესკოლის მსგავსად, „რივერის“ ქომაგებისთვის დღემდე რჩება კლუბის ერთ-ერთ ყველაზე უფრო გამორჩეულ მოთამაშედ. ფეხბურთის სპეციალისტთა და ექსპერტთა უმრავლესობის მიერ მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო შემტევ ნახევარმცველად არგენტინული ფეხბურთის ისტორიაში.[6][7]
1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.[8][9][10]