ბანსკა-ბისტრიცა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბანსკა-ბისტრიცა (სლოვაკ. Banská Bystrica; უნგრ. Besztercebánya; გერმ. Neusohl) — ქალაქი ცენტრალურ სლოვაკეთში, ბანსკა-ბისტრიცის მხარის ცენტრი. მდებარეობს ზღვის დონიდან 362 მ სიმაღლეზე, მდინარე ჰრონის კლაკნილში, რომელიც შემოსაზღვრულია დაბალი ტატრების, დიდი ფატრისა და კრემნიცკე-ვრხის მთებით. 2011 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში ცხოვრობდა 78 327 ადამიანი. ბანსკა-ბისტრიცა 1944 წლის 29 აგვისტოდან 27 ოქტომბრამდე იყო სლოვაკეთის ეროვნული აჯანყების მთავარი ცენტრი. ბანსკა-ბისტრიცა ამჟამად ცენტრალური სლოვაკეთის არაოფიციალური დედაქალაქია. არის ღირსშესანიშნავი ობიექტები.
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბანსკა-ბისტრიცა სლოვაკ. Banská Bystrica | |||||
| |||||
ქვეყანა | სლოვაკეთი | ||||
კოორდინატები | 48°43′57″ ჩ. გ. 19°08′57″ ა. გ. | ||||
მმართველი | Ján Nosko | ||||
პირველი ხსენება | 1255 | ||||
ფართობი | 103.37 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 362 მ | ||||
მოსახლეობა | 78 327 კაცი (2011) | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+1 და UTC+2 | ||||
სატელეფონო კოდი | +421-48 | ||||
საფოსტო ინდექსი | 97401 | ||||
საავტომობილო კოდი | BB | ||||
ოფიციალური საიტი | banskabystrica.sk | ||||
დახურვა