გველფები და გიბელინები
From Wikipedia, the free encyclopedia
გველფები (იტალ. guelfi, გერმ. Guelfen / Welfen) — პაპის მომხრე პოლიტიკური მოძრაობა XII—XVI საუკუნის იტალიაში, რომელიც იბრძოდა საღვთო რომის იმპერიის იმპერატორთა და იტალიაში მათი მომხრეების „გიბელინების“ - წინააღმდეგ (უპირატესად შედიოდნენ ვაჭრები და ხელოსნები).
გიბელინები (იტალ. ghibellini, გერმ. Ghibellinen / Waiblinger) — პოლიტიკური მოძრაობა XII—XIII საუკუნის იტალიაში, რომელიც მხარს უჭერდა გერმანიის იმპერატორებს და ებრძოდა პაპის პარტიას - გველფებს (შედგებოდა უპირატესად ფეოდალურ დიდგვარიანთა წარმომადგენლებისაგან).