დიდი დიღომი
From Wikipedia, the free encyclopedia
დიდი დიღომი — თბილისის ერთ-ერთი უბანი, საბურთალოს რაიონში. მდებარეობს ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დიღმის მასივისგან გამოყოფილია დავით აღმაშენებლის ხეივნით. დაგეგმარდა XX საუკუნის 70-იან წლებში. მშენებლობა დაიწყო 1985 წელს. იყოფა 4 მიკრორაიონად.[1]
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დიღომი. |
დიდ დიღომში არის იოანე პეტრიწის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე არჩილის, დემეტრე თავდადებულის, ფარნავაზის. პეტრე იბერის და მირიან მეფის ქუჩები. დიდ დიღომში არის 3 საჯარო სკოლა: 186-ე, 192-ე, 211-ე (მეგა სკოლა). ასევე მდებარეობდა ყოფილი 187-ე საჯარო სკოლა[2].