ევროპის ბალახის ჰოკეის ფედერაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ევროპის ბალახის ჰოკეის ფედერაცია შეიქმნა 1969 წელს ქალაქ კარდიფში იტალიის, პოლონეთის, საფრანგეთის და უელსის ბალახის ჰოკეის ფედერაციების ინიციატივით. ფედერაცია ხელმძძღვანელობს ბალახის ჰოკეის განვითარებას ევროპაში. იგი ამავდროულად წარმოადგენს ბალახის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას ევროპულ ქვეყნებში.
ფედერაციის უნაღლესი ორგანოა ასამბლეა, რომელსაც იწვევენ ორ წელიწადში ერთხელ. ასამბლეებს შორის ფედერაციის მუშაობას ხელმძღვანელობს კომიტეტი, რომლის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, გენერალური მდივანი და 5 წევრი. მათ ასამბლეაზე ირჩევენ ოთხი წლის ვადით. კომიტეტი ყოველ წლიურად ატარებს სხდომას (არანაკლებ ერთსა წელიწადში) სადაც განიხილავს მიმდინარე საკითხებს. გარდა ამისა, ფედერაციაში ყოველდღიურ სამუშაოებს უძღვებია დარგობრივი კომიტეტები (საფინანსო, მარკეტინგის, სამწვრთნელო, საკლუბო, სამედიცინო, ჰოკეის დახურულ დარბაზებში და სხვა) ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ბრიუსელში. ოფიციალური ენებია ინგლისური და ფრანგული.
ამჟამინდელი პრეზიდენტია - მარტინ გოტრაიჯი(ინგლისი)
ფედერაცია აერთიანებს 45 ქვეყანას.