ეკატერინე მედიჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
ეკატერინე მედიჩი (ფრანგ. Catherine de Médicis) ანუ ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი (იტალ. Caterina Maria Romola di Lorenzo de' Medici) (დ. 13 აპრილი 1519, ფლორენცია — გ. 5 იანვარი 1589, ბლუა) — მედიჩის დინასტიის წარმომადგენელი. ურბინოს, ფლორენციისა და ბოლონიის ჰერცოგ ლორენცო II-ისა და მისი ცოლის, ჰერცოგინია მადლენ დე ლა ტურდეს ერთადერთი შვილი. საფრანგეთის დედოფალი 1547-1559 წლებში როგორც ანრი II-ის მეუღლე. საფრანგეთის სამი მეფის ფრანსუა II-ის, შარლ IX-ისა და ანრი III-ის დედა. როგორც მეფის დედა იგი ერეოდა საფრანგეთის პოლიტიკაში და დიდ გავლენასაც ახდენდა მასზე. იგი 1552, 1560-63 და 1574-75 წლებში იყო რეგენტი და თავად მართავდა ქვეყანას.
ეკატერინე მედიჩი | |
---|---|
Catherine de Médicis | |
საფრანგეთის დედოფალი | |
კორონაცია: | 10 ივნისი 1549 |
მმართ. დასაწყისი: | 31 მარტი 1547 |
მმართ. დასასრული: | 10 ივლისი 1559 |
წინამორბედი: | ელეონორ ავსტრიელი |
მემკვიდრე: | მარია სტიუარტი |
საფრანგეთის მადამ დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 10 აგვისტო, 1536 |
მმართ. დასასრული: | 31 მარტი, 1547 |
წინამორბედი: | შარლოტა სავოიელი |
მემკვიდრე: | მარია სტიუარტი |
ბრეტანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 10 აგვისტო, 1536 |
მმართ. დასასრული: | 31 მარტი, 1547 |
წინამორბედი: | მარგარიტა დე ფუა |
მემკვიდრე: | შეუერთდა დომენს |
ორლეანის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 28 ოქტომბერი, 1533 |
მმართ. დასასრული: | 10 აგვისტო, 1536 |
წინამორბედი: | ჟანა დე ვალუა |
მემკვიდრე: | მარი დე ბურბონი |
ოვერნის გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 16 ივნისი, 1524 |
მმართ. დასასრული: | 5 იანვარი, 1589 |
წინამორბედი: | ანა დე ლა ტურდე |
მემკვიდრე: | შარლ III ლოთარინგიელი |
ლორაგუას გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 28 აპრილი, 1519 |
მმართ. დასასრული: | 5 იანვარი, 1589 |
წინამორბედი: | მადლენ დე ლა ტურდე |
მემკვიდრე: | მარგარიტა დე ვალუა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 13 აპრილი 1519 |
დაბ. ადგილი: | ფლორენცია, იტალია |
გარდ. თარიღი: | 5 იანვარი 1589 (69 წლის) |
გარდ. ადგილი: | ბლუის სასახლე, საფრანგეთი |
მეუღლე: | ანრი II ვალუა |
შვილები: |
ფრანსუა II, საფრანგეთის მეფე ელიზაბეტა, ესპანეთის დედოფალი კლაუდია, ლოთარინგიის ჰერცოგინია ლუი ვალუა შარლ IX, საფრანგეთის მეფე ანრი III, საფრანგეთის მეფე მარგარიტა, საფრანგეთის დედოფალი ფრანსუა, ალანსონის ჰერცოგი ჟანა ვალუა ვიქტორია ვალუა |
სრული სახელი: | ეკატერინე მარია რომოლა დი ლორენცო დე მედიჩი |
დინასტია: | მედიჩები |
მამა: | ლორენცო II მედიჩი |
დედა: | მადლენ დე ლა ტურდე |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მეტსახელი: | შავი დედოფალი |
1533 წელს 14 წლის ეკატერინე დააქორწინეს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-ის ვაჟ ანრი დე ვალუაზე, რომელიც ორლეანის ჰერცოგი იყო. ქორწინებიდან მალევე ანრიმ გაიჩინა საყვარელი დიანა დე პუატიეს სახით, რომელიც სიკვდილამდე გვერდით ჰყავდა. 1559 წელს ანრი გარდაიცვალა მისი და ეკატერინეს უფროსი ქალიშვილის, პრინცესა ელიზაბეტას და ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის ქორწილში, საზეიმოდ გამართულ ტურნირზე. ტახტზე ავიდა ეკატერინეს ვაჟი ფრანსუა II, რომელიც 1560 წელს გარდაიცვალა. ამის შემდეგ მეფე ხდება ეკატერინეს 10 წლის ვაჟი შარლ IX, ხოლო ეკატერინე მისი რეგენტი ხდება. მისი მმართველობისას ეკატერინეს უზარმაზარი ძალაუფლება ჰქონდა. იგი ძლიერ ებრძოდა ჰუგენოტებს, 1572 წლის 24 აგვისტოს ეკატერინეს თაოსნობით მოეწყო წმინდა ბართლომეს ღამის სახელით ცნობილი ჰუგენოტების მასობრივი ხოცვა. 1574 წელს შარლი უძეოდ გარდაიცვალა, ამიტომაც ტახტს ეკატერინეს კიდევ ერთი ვაჟი ანრი III იკავებს. ანრი მთლიანად დედის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული, რამაც ეკატერინეს ძალაუფლება კიდევ უფრო გაზარდა. თუმცა მას შემდეგ რაც ანრის ცოლს მუცელი მოეშალა, იგი აღარავის უსმენდა, მათ შორის აღარც ეკატერინეს.
ეკატერინეს სამივე ვაჟის მმართველობისას საფრანგეთში სამოქალაქო ომები იყო გამეფებული. სწორედ ამ პერიოდში მიმდინარეობდა საფრანგეთის რელიგიური ომები და გარდა ამისა საფრანგეთის ტახტზე პრეტენზიას აცხადებდნენ ბურბონთა და გიზების დინასტიები. თავიდან ეკატერინე ცდილობდა ჰუგენოტებისადმი რბილი და დამთმობი პოლიტიკა გაეტარებინა, თუმცა სულ მალე მან უმკაცრესი პოლიტიკის გატარება დაიწყო. ზოგიერთი ისტორიკოსი ამის გამო მას ცუდ მონარქსა და დაუნდობელს უწოდებს. თუმცა ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ მისი მმართველობისას სამოქალაქო ომი მძვინვარებდა და ეს მხოლოდ სასოწარკვეთილი ქალის ქმედებები იყო, რათა გადაერჩინა ვალუას დინასტია და საფრანგეთში კათოლიციზმი შეენარჩუნებინა.
მისი მმართველობისას ასევე აღორძინდა ხელოვნება და კულინარია. იგი პატრონობდა ხელოვნებას და ხელს უწყობდა საფრანგეთში მის გაფურჩქვნას. აგრეთვე მისი ჩატანილია საფრანგეთში უამრავი კერძის რეცეპტი და ინგრედიენტი.
ეკატერინეს გარეშე სავარაუდოა, რომ მისი ვაჟების მმართველობას დაამხობდნენ, რაც ასეც მოხდა მისი გარდაცვალებიდან 6 თვეში. მისი სამი ვაჟის მმართველობა ისტორიაში შესულია როგორც „ ეკატერინე მედიჩის ხანა “. ეკატერინე ითვლება მეთექვსმეტე საუკუნის ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს ქალად.