ელიზაბეტა ბოსნიელი
From Wikipedia, the free encyclopedia
ელიზაბეტა ბოსნიელი (ბოსნ. Elizabeta Kotromanić, უნგრ. Bosnyák Erzsébet, პოლ. Elżbieta Bośniaczka; დ. 1339 — გ. 16 იანვარი, 1387) — კოტრომანიჩთა დინასტიის წარმომადგენელი. ბოსნიის მმართველ სტეფან II-ის ასული. ჯერ დედოფალი, შემდეგ კი რეგენტი უნგრეთის, ხორვატიისა და პოლონეთისა.
ელიზაბეტა ბოსნიელი | |
---|---|
ელიზაბეტა თავის ქალიშვილ მარიასთან ერთად ტყვეობაში | |
უნგრეთისა და ხორვატიის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 20 ივნისი, 1353 |
მმართ. დასასრული: | 10 სექტემბერი, 1382 |
წინამორბედი: | მარგარეტე ბოჰემიელი |
მემკვიდრე: | მარგერიტა დურაცოელი |
პოლონეთის დედოფალი | |
მმართ. დასაწყისი: | 5 ნოემბერი, 1370 |
მმართ. დასასრული: | 10 სექტემბერი, 1382 |
წინამორბედი: | ჰედვიგია ზაგანელი |
მემკვიდრე: | ანა ცელიელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1339 |
გარდ. თარიღი: | 16 იანვარი, 1387, (47-48 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნოვიგრადი, დალმაცია, ხორვატიის სამეფო |
დაკრძ. ადგილი: | სეკეშფეჰერვარი, უნგრეთი |
მეუღლე: | ლუი I, უნგრეთისა და პოლონეთის მეფე |
შვილები: |
კატალინა მარია I, უნგრეთის დედოფალი იადვიგა I, პოლონეთის დედოფალი |
დინასტია: | კოტრომანიჩები |
მამა: | სტეფან II, ბოსნიის ბანი |
დედა: | ელიზაბეტა კუიავია |
რელიგია: | კათოლიციზმი |
1353 წელს უნგრეთისა და ხორვატიის მეფე ლუი I-ზე ქორწინებით იგი დედოფალი ხდება. 1370 გააჩინა დიდი ხნის ნანატრი მემკვიდრე, რომელსაც კატალინა დაარქვეს. ამავე წელს ლუი და ელიზაბეტა პოლონეთის ტახტზე ადიან. სამეფო წყვილს კიდევ ორი ქალიშვილი შეეძინა მარიასა და იადვიგას სახით, თუმცა კატალინა 1378 წელს გარდაიცვალა. თავდაპირველად ელიზაბეტა პოლიტიკურად აქტიური პიროვნება არ იყო, თუმცა გავლენები მაინც ჰქონდა თავისი ფავორიტის, ნიკოლას I გარაის წყალობით. 1382 წელს, მას შემდეგ, რაც ლუი გარდაიცვალა, რეგენტი ელიზაბეტა ხდება და უნგრეთის ტახტზე მარიას, ხოლო პოლონეთისაზე იადვიგას სვავს. მიუხედავად ამისა უნგრეთისა და პოლონეთის ერთიანობა ვერ შენარჩუნდა, რადგან უნგრეთს მარიას ქმარი, ხოლო პოლონეთს იადვიგას მეუღლე განაგებდა.
უნგრეთში ელიზაბეტას რეგენტობა ხასიათდება დიდი მღელვარებებით. ამ მცირე დროში არაერთი აჯანყება მოხდა, რომელიც მიზნად ისახავდა მცირეწლოვანი მარიას დამხობას და ივან პალისნას გამეფებას. მდგომარეობის დასასტაბილურებლად ელიზაბეტა ქალიშვილთან ერთად ნეაპოლში გაიქცა, სადაც უნგრეთის მეფობა ნეაპოლის მეფე კარლო III-ს უბოძა. მან ქვეყანაში მშვიდობა დაამყარა, 1386 წელს კი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მარიას დაუბრუნდა. ელიზაბეტა უკვე მეორედ გახდა რეგენტი, რასაც კვლავ აჯანყებების სერია მოჰყვა. საბოლოოდ იგი დაატყვევეს და ხორვატიაში ციხესიმაგრეში გამოკეტეს, სადაც გარდაიცვალა მომდევნო წელს.