ზაჰესი (დაბა)
დაბა საქართველოში, თბილისის გლდანის რაიონის დაქვემდებარებაში მყოფი / From Wikipedia, the free encyclopedia
ზაჰესი — დაბა თბილისში, გლდანის რაიონში. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცევამდე შედიოდა მცხეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 450 მ, მცხეთიდან 6 კმ, თბილისის ცენტრიდან 20 კმ. აქ მდებარეობს ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგური, ზაჰესის პეტრე მოციქულის ეკლესია, სხვადასხვა მცირე საწარმოები.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაჰესი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები დაბა, ქვეყანა ...
დაბა | |
---|---|
ზაჰესი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | თბილისითბილისი |
რაიონი | გლდანი |
კოორდინატები | 41°49′37″ ჩ. გ. 44°45′27″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 450 მ |
მოსახლეობა | 5200 კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 97,3 %, რუსები 0,7 %, ოსები 0,5 %[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა