ინკების ცივილიზაცია
From Wikipedia, the free encyclopedia
ინკების ცივილიზაცია – თავისი ძლიერების მწვერვალს ინკებმა XVI საუკუნის დასაწყისში მიაღწიეს, როდესაც მათ შექმნეს უზარმაზარი იმპერია, რომელიც მოიცავდა ერთ მლნ. კმ²-ს და აერთიანებდა თანამედროვე პერუს, ეკვადორის, ბოლივიის, ნაწილობრივ კოლუმბიის, არგენტინისა და ჩილეს ტერიტორიებს, ხოლო იმპერიის ცენტრი მდებარეობდა ანდების, ჰიმალაის მთების შემდეგ სიმაღლით მსოფლიოში მეორე მთიანეთის ფერდობზე. ინკები თავიანთ სამფლობელოს ტაუანტინსუიუს უწოდებდნენ – რაც კეჩუას ენაზე "სამყაროს ოთხ გაერთიანებულ მხარეს" ნიშნავდა. ინკების მფლობელობაში მყოფ ამ სახელმწიფოს ტერიტორიაზე ცხოვრობდა 9 მლნ ადამიანი, რომლებიც 100-მდე ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდნენ. მხოლოდ თავიანთი ნებისყოფისა და მახვილი ჭკუის წყალობით, ინკებმა უმოკლეს დროში შეძლეს მაღალგანვითარებული კოლუმბამდელი ცივილიზაციის შექმნა ისე, რომ არ იცოდნენ ბორბლიანი ტრანსპორტი და ანბანური დამწერლობა. ეს უზარმაზარი იმპერია, რომელსაც მართავდნენ დიდი მპყრობელები-მეომრები, რომელთაგან თითოეული თავის თავს საპა ინკას, ანუ "ერთადერთ, განუმეორებელ, უნიკალურ ინკას" უწოდებდა, ესპანელთა რაზმმა, რომელიც სულ 200-მდე კაცისგან შედგებოდა, უმოკლეს ვადაში დაიპყრო.[1]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ინკების ცივილიზაცია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ინკების ცივილიზაცია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სტატიები თემატიკაზე ინკების ცივილიზაცია | |
საზოგადოება | |
---|---|
განათლება | |
რელიგია | |
მითოლოგია | |
გზები | |
არმია | |
სოფლის მეურნეობა | |
სამზარეულო | |
ინკების ისტორია | |
ინკების იმპერია | |
დაპყრობა |