კავაი ლეონარდი
From Wikipedia, the free encyclopedia
კავაი ლეონარდი (ინგლ. Kawhi Leonard; დ. 29 ივნისი, 1991, ლოს-ანჯელესი) — ამერიკელი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდის, ტორონტო რაპტორსის პროფესიონალი კალათბურთელი. ლეონარდი ორი სეზონის განმავლობაში თამაშობდა კოლეჯის კალათბურთს გუნდ „სან დიეგო სთეით აცტეკებთან ერთად“. 2011 წლის NBA-ის დრაფტზე იგი არჩეულ იყო ინდიანა პეისერსის მიერ პირველი რაუნდის მე-15 პიკად, თუმცა გუნდმა კავაი არჩევის დღესვე სან-ანტონიო სპურსში გაცვალა. სპურსთან გატარებული შვიდი წლის შემდეგ, 2018 წელს ლეონარდი გუნდა ტორონტო რაპტორსში გაცვალა.
კავაი ლეონარდი | |
---|---|
ლეონარდი ტორონტო რაპტორსთან ერთად (2019) | |
№ 2 – ლოს-ანჯელეს კლიპერსი | |
მსუბუქი ფორვარდი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
29 ივნისი, 1991 (1991-06-29) (32 წლის) ლოს-ანჯელესი, კალიფორნია |
ეროვნება | ამერიკელი |
უმაღლესი სკოლა | Canyon Springs (მორენო ვილი, კალიფორნია), მარტინ ლუთერ კინგის უმაღლესი სკოლა (რივერსაიდი, კალიფორნია) |
სიმაღლე | 201 სმ |
წონა | 104 კგ |
კარიერა | |
NBA-ის დრაფტი | 2011 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-15 |
არჩეული ინდიანა პეისერსი | |
პროფესიონალური კარიერა | 2011–დღემდე |
კარიერის ისტორია | |
2011–2018 | სან-ანტონიო სპურსი |
2018–2019 | ტორონტო რაპტორსი |
2019-დღემდე | ლოს-ანჯელეს კლიპერსი |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
| |
სტატისტიკა NBA.com-ზე |
2012 წელს ლეონარდი დასახელდა NBA-ის ყველა-ახალბედის წლის პირველი გუნდის წევრად. 2014 წელს იგი სპურსთან ერთად გახდა NBA-ის ჩემპიონი; კავაი ლეონარდი ამ წლეს ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოთი დაჯილდოვდა. მას სამჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში, ორჯერ არის არჩეული NBA-ის ყველა-მოთამაშის პირველ გუნდში ხოლო ხუთჯერ არჩეულია NBA-ის ყველა-მცველის პირველი გუნდში. კავაი ლეონარდის ზედმეტსახელია „The Claw“ ან „The Klaw“ და იგი NBA-ში ცნობილია ყველასათვის კარგად ნაცნობი დაცვითი უნარებით რის გამოც მან ორჯერ მოახერხა NBA-ს წლის მცველის ჯილდოს მოპოვება (2015, 2016).