მანუ ჯინობილი
From Wikipedia, the free encyclopedia
ემანუელ (მანუ) დევიდ ჯინობილი მაკარი (ესპ. Emanuel David Ginóbili Maccari; დ. 28 ივლისი, 1977) — არგენტინელი პროფესიონალი კალათბურთელი. პროფესიონალურ კარიერაში გატარებული 23 სეზონის განმავლობაში გახდა ერთ-ერთი იმ ორ ადამიანს შორის, რომელმაც მოიგო ევროლიგის ტიტული, მოიპოვა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) ჩემპიონობა და ოლიმპიური ოქროს მედალი. ოთხგზის NBA-ს ჩემპიონი, ჯინობილი იყო სან-ანტონიოს წევრი. თანაგუნდელებთან - ტიმ დანკანთან და ტონი პარკერთან ერთად ის მოიხსენიება „დიდი სამის“ სახელით.
მანუ ჯინობილი | |
---|---|
მანუ ჯინობილი სან-ანტონიოში, 2010 წელი | |
№ 10, 6, 20 | |
მსროლელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
28 ივლისი, 1977 (1977-07-28) (46 წლის) ბაია-ბლანკა, არგენტინა |
სიმაღლე | 1,98 მ სმ |
წონა | 93 კგ კგ |
კარიერა | |
პროფესიონალური კარიერა | 1995–2018 |
კარიერის ისტორია | |
1995-1996 | ანდინო |
1996-1998 | Estudiantes de Bahía Blanca |
1998–2000 | Viola Reggio Calabria |
2000-2002 | ვირტუს ბოლონია |
2002-2018 | სან-ანტონიო |
მანუ ჯინობილი პროფესინალი კალათბურთელების ოჯახში გაიზარდა. კარიერის ადრეული წლები არგენტინასა და იტალიაში გაატარა, სადაც მან მოიგო მრავალი ინდივიდუალური და გუნდური ჯილდო. განსაკუთრებით წარმატებული იყო მისი მოღვაწეობა იტალიის კლუბ ვირტუს ბოლონიაში. ის ორჯერ გახდა იტალიის ლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშე (MVP) და ევროლიგის ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშე.