მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
მემარჯვენე ლიბერტარიანიზმი,[1][2][3][4][5] ასევე ცნობილი, როგორც ლიბერტარიანული კაპიტალიზმი[6] ან მემარჯვენე-ფრთის ლიბერტარიანიზმი[1][7] — პოლიტიკური ფილოსოფია და ლიბერტარიანიზმის ტიპი, რომელიც მხარს უჭერს კაპიტალისტური საკუთრების უფლებებს, იცავს ბუნებრივი რესურსების საბაზრო განაწილებას და კერძო საკუთრებას.[8] ტერმინი მემარჯვენე-ლიბერტარიანიზმი გამოიყენება იმისთვის, რომ გამოვყოთ შეხედულებათა კლასი საკუთრებისა და კაპიტალის ბუნების შესახებ [9] მემარცხენე-ლიბერტარიანიზმისგან. ლიბერტარიანიზმის იმ ტიპისგან, რომელიც აერთიანებს კერძო საკუთრებას ეგალიტარისტულ მიდგომასთან ბუნებრივი რესურსებისადმი.[10] სოციალისტური ლიბერტარიანიზმისგან განსხვავებით,[4] მემარჯვენე-ლიბერტარიანიზმი მხარს უჭერს ღია-საბაზრო კაპიტალიზმს.[1] როგორც ლიბერტარიანიზმის ფორმების უმეტესობა, ის მხარს უჭერს სამოქალაქო თავისუფლებებს,[1] განსაკუთრებით ბუნებით სამართალს,[11] ნეგატიურ უფლებებს[12] და თანამედროვე კეთილდღეობის სახელმწიფოს მნიშვნელოვან ცვლილებას.[13]
მემარჯვენე-ლიბერტარიანული პოლიტიკური აზროვნებისთვის დამახასიათებელია მკაცრი პრიორიტეტი თავისუფლებისთვის, ინდივიდუალური თავისუფლების სფეროს მაქსიმალიზაციისა და საჯარო ხელისუფლების სფეროს მინიმალიზაციის საჭიროებასთან ერთად.[14] მემარჯვენე-ლიბერტარიანელები ჩვეულებრივ ხედავენ სახელმწიფოს, როგორც მთავარ საფრთხეს თავისუფლებისთვის. ეს ანტი-სახელმწიფოებრიობა განსხვავდება ანარქისტული დოქტრინისგან იმით, რომ იგი ეფუძნება უკომპრომისო ინდივიდუალიზმს, რომელიც თითქმის არ აკეთებს აქცენტს ადამიანის სოციალურობასა ან თანამშრომლობაზე.[2][14][15] მემარჯვენე-ლიბერტარიანული ფილოსოფიის ფესვებს ასევე ვხვდებით ინდივიდუალურ უფლებებსა და Laissez-faire ეკონომიკაში. ინდივიდუალური უფლებების მემარჯვენე-ლიბერტარიანული თეორია, ძირითადად, მიყვება საკარმიდამო პრინციპს და საკუთრების შრომით თეორიას, ხაზს უსვამს კერძო საკუთრებას და იმას, რომ ხალხს აქვს აბსოლუტური უფლება იმ საკუთრებაზე, რომელსაც მათი მუშაობით აწარმოებენ.[14] ეკონომიკურად, მემარჯვენე-ლიბრტარიანიზმი არ განასხვავებს კაპიტალიზმსა და თავისუფალ ბაზარს და საბაზრო პროცესების მართვის ნებისმიერ მცდელობას კონტრპროდუქტიულად ხედავს, ხაზს უსვამს მექანიზმებს და თავისუფალი ბაზრის თვით-რეგულირებად ბუნებას, ხოლო მთავრობის ინტერვენციასა და სიმდიდრის რედისტრიბუციის მცდელობას ასახავს, როგორც ცალსახად არასაჭირო და კონტრპროდუქტიულად.[14] მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლიბერტარიანელი ეწინააღმდეგება მთავრობის ინტერვენციას, არსებობს დაყოფა ანარქო-კაპიტალისტებს, რომლებიც სახელმწიფოს უყურებენ, როგორც ბოროტს და სურთ, რომ საკუთრების უფლება დაცული იყოს სტატუტური კანონების გარეშე, ბაზარზე წარმოქმნილი დელიქტების, კონტრაქტის და საკუთრების კანონის მიხედვით; და მინარქისტებს შორის, რომლებიც აღიარებენ მინიმალური სახელმწიფოს აუცილებელ საჭიროებას, ხშირად მოიხსენიებენ როგორც გუშაგ-საელმწიფოს, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საკუთარი მოქალაქეები სასამართლოებით, სამხედრო სამსახურით და პოლიციით.[3]
კლასიკური ლიბერალიზმის გავლენის პარალელურად, როცა ზოგიერთი მემარჯვენე-ლიბერტარიანიზმს მის ვარიანტად მიიჩნევს,[16] არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავებებიც. ედვინ ვან დე ჰაარი ამტკიცებს, რომ „დამაბნეველად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ტერმინი ლიბერტარიანიზმი ზოგჯერ გამოიყენება კლასიკური ლიბერალების მიერ ან მათთან მიმართებაში. მაგრამ, ეს შეცდომით ნიღბავს მათ შორის განსხვავებებს“.[17] კლასიკური ლიბერალიზმი უარს ამბობს თავისუფლებისთვის პრიორიტეტის მინიჭებაზე წესრიგის სანაცვლოდ და, შესაბამისად, არ აჩვენებს მტრულ განწყობას სახელმწიფოს მიმართ, რაც ლიბერალიზმის განმსაზღვრელი თვისებაა.[14] მემარჯვენე-ლიბრატრიანელებს სჯერათ, რომ კლასიკურ ლიბერალებს მოსწონთ სახელმწიფოს ზედმეტი ჩარევა,[18] და ამტკიცებენ, რომ მათ არ გააჩნიათ საკმარისი პატივისცემა ინდივიდუალური უფლებებისადმი და აკლიათ ნდობა თავისუფალი ბაზრის მუშაობისა და სპონტანური წესრიგისადმი, რომელსაც ბევრად უფრო დიდ სახელმწიფომდე მივყავართ.[18] მემარჯვენე ლიბერალები, ამასთანავე, ეწინააღმდეგებიან კლასიკურ ლიბერალებს იმაში, რომ ისინი ზედმეტად უჭერენ მხარს ცენტრალურ ბანკს და მონეტარისტულ პოლიტიკას.[19]
როგორც ლიბერტარიანელების უმრავლესობა, მემარჯვენე-ლიბერტარიანელებიც საკუთარ თავს მოიხსენიებენ უბრალოდ „ლიბერტარიანელებად.[2][3][7] ამერიკის შეერთებულ შტატებში ლიბერტარიანიზმის ყველაზე გავრცელებულ ფორმად ყოფნით,[4] მემარჯვენე-ლიბერტარიანიზმი ლიბერტარიანიზმის ყველაზე გავრცელებული რეფერენტი გახდა[20][21] გვიანი მეოცე საუკუნიდან მოყოლებული მაშინ, როცა ისტორიულად[22][23][24][25][26][27] მას ფართოდ გამოიყენებენ სოციალიზმის ანტი-სახელმწიფოებრივი ფორმის აღსანიშნად, მაგალითად, ანარქიზმის.[28][29][30][31] და უფრო ზოგადად ლიბერტარიანული კომუნიზმის / ლიბერტარიანული მარქსიზმის, და ლიბერტარიანული სოციალიზმის.[22][32] დაახლოებით მარი როსბარდის დროს, რომელმაც 1960-იან წლებში პოპულარული გახადა ტერმინი „ლიბერტარიანი“ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ანარქო-კაპიტალისტურმა მოძრაობებმა დაიწყეს საკუთარი თავის მოხსენიება „ლიბერტარიანელებად“, რამაც, საბოლოოდ, მიიყვანა ტერმინ „მემარჯვენე-ლიბერტარიანელის“ აღმასვლასთან, რათა განესხვავებინათ ისინი. როსბარდმა თავად აღიარა ტერმინის გადმოღება და ტრაბახობდა მისი „მტრისგან [...] ხელში ჩაგდებით“.[22] მემარჯვენე-ლიბერტარიანიზმის კრიტიკა მოიცავს ეთიკურ, ეკონომიკურ, გარემოს დაცვით, პრაგმატულ და ფილოსოფიურ მოსაზრებებს,[33][34][35][36][37][38][39] მათ შორის შეხედულებას, რომ მას არ გააჩნია თავისუფლების გამოკვეთილი თეორია.[40] დაობენ იმაზე, რომ „Laissez-Faire“ კაპიტალიზმი[6] აუცილებლად არ წარმოშობს საუკეთესო ან ყველაზე ეფექტურ შედეგებს,[41][42] არც მისი ინდივიდუალიზმის ფილოსოფია და დერეგულაციის პოლიტიკა უშლის ხელს ბუნებრივი რესურსების ბოროტად გამოყენებას.[43]