მესამე გზა (პოლიტიკა)
From Wikipedia, the free encyclopedia
მესამე გზა - პოლიტიკური ფილოსოფია და პოლიტიკური პოზიცია მსგავსი ცენტრიზმის მიმდინარეობისა, რომელიც ცდილობს მოახდინოს განსხვავებული მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკის სინთეზი მემარჯვენე-ცენტრისტულ, ცენტრისტულ და ზოგიერთ მემარცხენე-ცენტრისტულ ეკონომიკურ-სოციალურ პოლიტიკასთან. [1] [2] მესამე გზა შეიქმნა, როგორც პოლიტიკური დღის წესრიგის გადახედვის საშუალება, სხვადასხვა ცენტრისტული-მემარცხენე პროგრესული მოძრაობების ფარგლებში, სახელმწიფოს მხრიდან ეკონომიკური სიცოცხლისუნარიანობისა და ეკონომიკური ინტერვენციონისტული პოლიტიკის გადაჭარბებული გამოყენების გამო, რომლებიც ადრე სარგებლობდა პოპულარობით კეინზიანიზმის სახელით. იგი ამავდროულად წინააღმდეგობაში მოდიოდა ნეოლიბერალიზმისა და ახალი მემარჯვენეობის პოპულარობის მატებასთან, 1970-იანი წლების ბოლოსა და მთელი 80-იანი წლების დასაწყისში. [3] მესამე გზას ხელი შეუწყო სოციალისტურ-ლიბერალურმა [4] და სოციალ-დემოკრატიულმა პარტიებმა. [5]
მთავარი სოციალ-დემოკრატის ტონი ბლერის მტკიცებით, სოციალიზმი, რომელსაც იგი მხარს უჭერდა, განსხვავდებოდა სოციალიზმის ტრადიციული კონცეფციისაგან და ამბობდა:
„სოციალიზმი ჩემებური ვარიანტი არის ღირებულებების მთელი რიგი, რომელიც დაფუძნებულია სოციალური სამართლიანობის ცნებებზე. [. . . ] სოციალიზმი, როგორც ეკონომიკური დეტერმინიზმის მკაცრი ფორმა დასრულდა და სამართლიანადაც.[6]“ | |
ბლერმა იგი მოიხსენია, როგორც „სოციალ - იზმი“, რომელიც მოიცავს პოლიტიკას, რომელიც პიროვნებებად აღიარებს სოციალურ ურთიერთდამოკიდებულებას და მხარს უჭერს სოციალურ სამართლიანობას, სოციალურ ერთობას, თითოეული მოქალაქის თანაბარ ღირებულებას და თანაბარ შესაძლებლობებს. [7] სოციალურ-დემოკრატიული თეორეტიკოსის, ენტონი გიდენსის მიხედვით, მესამე გზა უარყოფს სოციალიზმის ტრადიციულ კონცეფციას და ამის ნაცვლად, იღებს სოციალიზმის კონცეფციას ისე, როგორც ეს ენტონი კროსლანდმა აღწერა: სოციალიზმი არის ეთიკური დოქტრინა, რომელიც სოციალ-დემოკრატიულ მთავრობებს განიხილავს, როგორც სიცოცხლისუნარიანი ეთიკური სოციალიზმის ნაწილს და თვლის რომ მათ შესწევთ ძალა აღმოფხვრან კაპიტალიზმის უსამართლო ელემენტები, როგორებიცაა სოციალური კეთილდღეობა და პოლიტიკის უზრუნველყოფის სხვა მიმართულებები და რომ თანამედროვე სოციალიზმი არის მარქსისტული იდეების გაგრძელება, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს კაპიტალიზმის, როგორც წარმოების საშუალების მოსპობა.[8] 2009 წელს ბლერმა საჯაროდ გამოუცხადა მხარდაჭერა "ახალ კაპიტალიზმს".
მესამე გზა მხარს უჭერს საზოგადოების უფრო მეტ სწრაფვას ეგალიტარიზმისკენ, სხვადასხვა უნარების გამოყენებით, შესაძლებლობებისა და პროდუქტიულობის განაწილების გაზრდის მიზნით. ამავდროულად, იგი უარს ამბობს შემოსავლის გადანაწილებაზე. [9] იგი ხაზს უსვამს დაბალანსებული ბიუჯეტებისადმი ვალდებულებას, რაც უზრუნველყოფს თანაბარი შესაძლებლობის არსებობას, რაც თავისთავად შერწყმულია პირად პასუხისმგებლობასთან, სამთავრობო ძალაუფლების დეცენტრალიზაციის მაქსიმალურ დონესთან, სახელმწიფო და კერძო პარტნიორობის წახალისებასა და ხელშეწყობასთან, შრომითი მიწოდების გაუმჯობესება, ინვესტიციები ადამიანის განვითარებაში, დაცვასთან, სოციალური კაპიტალის არსებობასთან და გარემოს დაცვასთან. [10] ამასთან, მესამე გზის პოლიტიკის სპეციფიკური განმარტებები შეიძლება განსხვავდებოდეს ევროპასა და შეერთებულ შტატებში. მესამე გზა გაკრიტიკებულია ზოგიერთი კონსერვატორების, ლიბერალებისა და ლიბერტარიანელების მიერ, რომლებიც თვისუფალი ბაზრისა და კაპიტალიზმის მომხრენი არიან . [11] [12] აღნიშნული მიმართულება ასევე მკაცრად გააკრიტიკეს სხვა სოციალ-დემოკრატიულმა მიმდინარეობებმა, ისევე როგორც ანარქისტებმა, კომუნისტებმა და დემოკრატიულმა სოციალისტებმა, მემარჯვენე ღირებულებების ღალატის მოტივით. [13] [14] [15] ზოგიერთი ანალიტიკოსი, მესამე გზას ახასიათებს, როგორც ეფექტურად ნეოლიბერალურ მოძრაობას. [16] [17] [18] [19] [20]