პეტრე ბაგრატიონი
From Wikipedia, the free encyclopedia
პეტრე ივანეს ძე ბაგრატიონი (რუს. князь Пётр Ива́нович Багратио́н) (დ. 1765, ყიზლარი, ახლანდელი დაღესტანი — გ. 12 (24) სექტემბერი, 1812, სოფ. სიმი, ახლანდელი ვლადიმირის ოლქი) — რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), 1812 წლის საფრანგეთ-რუსეთის ომის გმირი. წარმოშობით ის ბაგრატიონთა ქართული სამეფო გვარიდან იყო. მასზე ნაპოლეონს უთქვამს:
„რუსეთის გენერლებს შორის ყველაზე მეტად ერთი მაფიქრებს. ესაა ბაგრატიონი“ | |
(ნაპოლეონ ბონაპარტი[5]) |
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „პეტრე ბაგრატიონი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. პეტრე ბაგრატიონი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბაგრატიონი. |
პეტრე ბაგრატიონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1765[1] [2] [3] , 1769[4] და 10 ივლისი, 1765 |
დაბადების ადგილი | ყიზლარი, დაღესტანი |
გარდაცვალების თარიღი | 12 (24) სექტემბერი, 1812[3] [1] და 24 სექტემბერი, 1812 |
გარდაცვალების ადგილი | სოფ. სიმი, ვლადიმირის ოლქი |
კუთვნილება | რუსეთის იმპერია |
ჯარის სახეობა | არმია |
სამხედრო სამსახურის წლები | 1782–1812 |
წოდება | ინფანტერიის გენერალი |
მეთაურობდა | Q4031920?, Egersky Guards Regiment და 22nd Infantry Division |
ბრძოლები/ომები | |
ჯილდოები |
1.წმინდა ანას პირველი ხარისხის ორდენი 2.წმინდა გიორგის მეორე ხარისხის ორდენი 3.მარი–ტერეზას ორდენის კომანდორის ჯვარი 4.წმინდა ანდრეა პირველწოდებულის ორდენი სრულად |
ბაგრატიონი მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. მან ასევე თავი გამოიჩინა 1787-1791 წლებში რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს. 1793-1794 წლებში მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1799 წელს მონაწილეობდა ალექსანდრე სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. საფრანგეთთან 1805-1807 წლების ომში განსაკუთრებით თავი გამოიჩინა სოფ. შენგრაბენთან. მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი არმია. ბაგრატიონმა თავი გამოიჩინა აგრეთვე აუსტერლიცის, პროისიშ-აილაუსა და ფრიდლანდის ბრძოლებში. 1808-1809 წლებში მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას. 1809-1810 წლებში მარტამდე სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში. 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან — II დასავლეთის არმიას. ბოროდინოს ბრძოლაში იგი სარდლობდა რუსეთის არმიის მარცხენა ფრთას. ბრძოლის დროს მძიმედ დაიჭრა და მას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფელ სიმში. დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს.