ბაგრატიონები
ქართული სამეფო დინასტია / From Wikipedia, the free encyclopedia
ბაგრატიონები — საქართველოს სამეფო დინასტია ახ. წელთაღრიცხვით 575 (809) — 1810 წლებში. ბაგრატიონები წარმოშობით სამხრეთ საქართველოს სპერის (ისპირის) პროვინციიდან იყვნენ (ამჟამად თურქეთის ისპირის რაიონი). ქართულ ისტორიულ წერილობით წყაროებზე დაყრდნობით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულია მოსაზრება, რომ ამ საგვარეულოს სათავე დაუდო ბივრიტიანთა (ბივრატიანთა) ფეოდალურმა საგვარეულომ (ბივრიტიანები ჯერ კიდევ ძვ. წელთაღრიცხვით III საუკუნიდან განაგებდნენ ოძრხეს საერისთავოს).
ქვეყანა | საქართველოს სამეფო |
---|---|
ფუძე დინასტია | ბაგრატიდები |
ტიტულები |
საქართველოს მეფე (1008 წ.-დან) |
მიმართვის ფორმა | მონარქია |
დამაარსებელი |
გუარამ I ადარნასე |
უკანასკნელი მმართველი |
გიორგი VIII (საქართველოს მეფე) |
ამჟამინდელი მეთაური |
გიორგი ბაგრატიონი (პრეტენდენტი) |
დაარსდა |
575 809 |
ტახტიდან ჩამოგდება | 1810 წ. |
ეროვნება | ქართველები |