გუარამი
ქართლის ერისმთავრები / From Wikipedia, the free encyclopedia
გუარამი, გვარამი[2] — ქართლის პირველი ერისმთავარი (575–600) სასანიანთა იმპერიის ადმინისტრაციული მოხელის – მარზპანის (სპარს. ოლქის მმართველი) გამგებლობის შემდეგ და კლარჯეთის კურაპალატი (588–≈590).
სწრაფი ფაქტები გუარამი, ერისმთავარი ...
გუარამი | |
---|---|
გუარამის მონეტა (შეინიშნება სასანიდური გავლენა). | |
ერისმთავარი | |
მმართ. დასაწყისი: | 575 |
მმართ. დასასრული: | 600 |
წინამორბედი: | სასანიდი მარზპანი |
მემკვიდრე: | სტეფანოზ I |
შვილები: |
სტეფანოზ დემეტრე |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | ბაგრატ ბივრიტიანი[1] |
დახურვა
არსებობს მოსაზრება, რომ გუარამი უნდა იყოს VI საუკუნის 70-იან წლებში ირანის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის მეთაური გურგენი. ჯუანშერის ცნობით, გუარამი იყო ვახტანგ გორგასლის შვილიშვილი დედის მხრიდან. მას ქართლის ერისთავების თხოვნით ბიზანტიის კეისარმა კურაპალატობა უბოძა და ქართლის მეფედ დანიშნა. „მოქცევაჲ ქართლისაჲს“ ცნობით, გუარამი ქართლის ერისთავებმა აირჩიეს ერისმთავრად. სუმბატ დავითის ძე გუარამს ქართველ ბაგრატიონთა მამამთავრად მიიჩნევს. წყაროების საერთო მოწმობით, გუარამმა საფუძველი ჩაუყარა მცხეთის ჯვრის ტაძარს.