რობერტ ლევანდოვსკი
From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტ ლევანდოვსკი (პოლ. Robert Lewandowski; დ. 21 აგვისტო, 1988) — პოლონელი ფეხბურთელი, პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ თავდამსხმელი. 2012 წლის ევროპის ჩემპიონატისა და 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. საყოველთაოდ აღიარებულია მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელად.[3][4][5][6][7] კარიერაში საკლუბო და სანაკრებო დონეზე ლევანდოვსკის 600-ზე მეტი გოლი აქვს გატანილი, რის გამოც ბუნდესლიგისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ფეხბურთელად ითვლება.
ლევანდოვსკი 2018 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რობერტ ლევანდოვსკი[1] | ||
დაბადების თარიღი | 21 აგვისტო, 1988 (1988-08-21) (35 წლის) | ||
დაბადების ადგილი | ვარშავა, პოლონეთი | ||
სიმაღლე | 185 სმ[2] | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბარსელონა | ||
ნომერი | 9 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1997–2004 | ვარსოვია | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2005 | დელტა ვარშავა | 17 | (4) |
2005–2006 | ლეგია II | 12 | (2) |
2006–2008 | ზნიჩი | 62 | (36) |
2008–2010 | ლეხი | 58 | (32) |
2010–2014 | დორტმუნდი | 131 | (74) |
2014–2022 | ბაიერნი | 253 | (238) |
2022– | ბარსელონა | 45 | (30) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2007 | პოლონეთი 19 წლ. | 1 | (0) |
2008 | პოლონეთი 21 წლ. | 3 | (0) |
2008– | პოლონეთი | 144 | (81) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 13 ნოემბერი, 2023 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 30 ნოემბერი, 2022 |
პოლონეთის მესამე და მეორე ლიგებში საუკეთესო ბომბარდირის წოდების მოპოვების შემდგომ ლევანდოვსკი „ზნიჩიდან“ პოზნანის „ლეხს“ შეუერთდა, სადაც გუნდს 2009–10 წლების სეზონში ექსტრაკლასას მოგებაში დაეხმარა. 2010 წელს ლევანდოვსკი დორტმუნდის „ბორუსიას“ შეუერთდა სადაც ზედიზედ ორჯერ მოახერხა ბუნდესლიგის მოგება და 2013-14 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. 2013 წელს „ბორუსიას“ რიგებში ითამაშა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სადაც მიუნხენის „ბაიერნთან“ დამარცხდა. 2014–15 წლების სეზონისთვის ლევანდოვსკი მიუნხენის „ბაიერნის“ რიგებს შეუერთდა. მიუნხენური გუნდის რიგებში გატარებული 8 სეზონის განმავლობაში ლევანდოვსკიმ გუნდთან ერთად 8-ჯერ მოახერხა ბუნდესლიგის მოგება. ლევანდოვსკიმ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა გუნდის წარმატებაში 2019–20 წლების სეზონში, როდესაც „ბაიერნმა“ ტრებლი გაიფორმა და უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხა. იოჰან კრეიფის შემდგომ ლევანდოვსკი მეორე მოთამაშეა რომელმაც ევროპული ტრებლის მოგება სამივე ტურნირზე საუკეთესო ბომბარდირის რანგში მოიპოვა.[8][9] 2022 წელს ლევანდოვსკი „ბარსელონას“ შეუერთდა. გუნდთან ერთად მან ესპანეთის საფეხბურთო სუპერთასისა და ლა ლიგის ტიტულების მოგება მოახერხა. სადებიუტო სეზონში ლევანდოვსკიმ პიჩიჩის ჯილდოს მოგება მოახერხა.
2008 წლიდან ლევანდოვსკი პოლონეთის ეროვნული საფეხბურთ ნაკრების წევრია, სადაც მან 144 შეხვედრა ჩაატარა და მონაწილეობა მიიღო 2012, 2016, 2020 წლების ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატებსა და 2018, 2022 წლების მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატებზე. ნაკრების რიგებში გატანილი 79 გოლით ლევანდოვსკი პოლონეთა ყველა დროის საუკეთსო ბომბარდირია. ევროპელ მოთამაშეებს შორის სანაკრებო დონეზე გატანილი გოლების რაოდენობით ლევანდოვსკი მესამე ადგილს იკავებს, ფერენც პუშკაშისა (84) და კრიშტიანუ რონალდუს შემდეგ (123).[10] 2015 და 2021 წლებში მოიგო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო ბომბარდირის ჯილდო (სანაკრებო). 2020 და 2021 წლებში მოიგო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მსოფლიოს საუკეთსო ბომბარდირის ჯილდო. 2021 წელს მოიგო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო უმაღლესი დივიზიონის ბომბარდირის ჯილდო. 2020 და 2021 წლებში მოიგო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო. ლევანდოვსკიმ ორჯერ მოახერხა ევროპის ოქროს ბუცის მოგება, 2020–21 და 2021–22 წლების სეზონში. ლევანდოვსკი პოლონეთის წლის ფეხბურთელად თერთმეტჯერ დასახელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 2021 და 2022 წლებში მოიგო გერდ მიულერის ჯილდო.
2020 წელს ლევადოვსკიმ ფიფა-ს საუკეთესო ფეხბურთელი ვაჟის და უეფა-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვაჟის ჯილდო მოიგო. უეფა-ს წლის გუნდის მოთამაშედ ორჯერ დასახელდა. უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებს შორის ლევანდოვსკი მესამე ადგილს იკავებს.VDV ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ ლევანდოვსკი ჯამში 5-ჯერ დასახელდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ბუნდესლიგში გატანილი აქვს 300-ზე მეტი გოლი, რითაც ბუნდესლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის მეორე ადგილს იკავებს (პირველ ადგილს 365 გოლით გერდ მიულერი იკავებს). უცხოელ მოთამაშეთა შორის ბუნდესლიგაში ლევანდოვსკი გატანილი გოლებით პირველ ადგილს იკავებს. 2015 წელს „ბაიერნის“ რიგებში თამაშისას ლევანდოვსკიმ ცხრა წუთზე ნაკლებ დროში „ვოლფსბურგის“ კარში 5 გოლის გატანა მოახერხა, რითაც გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვედრა მოახერხა.[11] ლევანდოვსკი ბუნდესლიგის ბომბარდირი შვიდჯერ გახდა, ყველაზე წარმატებული კი 2020–21 წლების სეზონის ბუნდესლიგში , სადაც 41 გოლი გაიტანა და გააუმჯობესა გერდ მიულერის რეკორდი, რომელმაც თავის მხრივ 1971–72 წლების სეზონში ბუნდესლიგაში 40 ბურთი გაიტანა.[12] 2021 წლის 30 ნოემბერს ოქროს ბურთისთვის ბრძოლაში მეორე ადგილი დაიკავა (580 ქულა), 33 ქულით ჩამორჩა ლიონელ მესის (613 ქულა).