სახელმწიფო ცერემონიების სასახლე
From Wikipedia, the free encyclopedia
სახელმწიფო ცერემონიების სასახლე (2019 წლამდე საქართველოს პრეზიდენტის სასახლე და ავლაბრის სახელმწიფო მართვის ადმინისტრაციის კომპლექსი, ასევე - ავლაბრის რეზიდენცია) — სახელმწიფო ცერემონიებისთვის განკუთვნილი შენობა, ყოფილი საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს დედაქალაქ თბილისში, ისნის რაიონში, ისტორიულ ავლაბარში, მალხაზ აბდუშელიშვილი ქუჩა № 1.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სახელმწიფო ცერემონიების სასახლე“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სახელმწიფო ცერემონიების სასახლე ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ეს სტატია ავლაბრის რეზიდენციას ეხება. საქართველოს პრეზიდენცის ოდიციალური რეზიდენციის - ათონელის რეზიდენციის - შესახებ იხილეთ ათონელის რეზიდენცია. |
სახელმწიფო ცერემონიების სასახლე | |
---|---|
სახელმწიფო ცერემონიების სასახლის ხედი | |
| |
ზოგადი ინფორმაცია | |
არქიტექტურული სტილი | ნეოკლასიკური |
ქვეყანა | საქართველო |
მდებარეობა | თბილისი |
კოორდინატები | 41°41′44″ ჩ. გ. 44°48′40″ ა. გ. |
აშენების ღირებულება |
ოფიციალური ბიუჯეტი უცნობია[1]. მედია ინფ.: 40 მლნ $[2] ან 800 მლნ $[3] |
დამკვეთი | საქართველოს მთავრობა |
მფლობელი | საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია |
დაიწყო | 2004 |
გაიხსნა | 12 ივლისი, 2009 |
არქიტექტორ(ებ)ი | გიორგი ბათიაშვილი, მიკელე დე ლუკი |
სხვა დიზაინერები | საპროექტო სტუდია „არსი“ |
საიტი | |
საქართველოს პრეზიდენტი |
სასახლე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით[4], 2004-2009 წლებში, აშენდა. მასზე რამდენიმე არქიტექტორი მუშაობდა. პროექტის ავტორია არქიტექტორი გიორგი ბათიაშვილი[5][6], თუმცა საბოლოო სახე მას იტალიელმა მიკელე დე ლუკიმ შესძინა, რომელსაც ასევე ეკუთვნის საქართველოს შსს-ს ახალი შენობა ისან–სამგორის რაიონში და შედარებით მოგვიანებით აგებული მშვიდობის ხიდი.
რეზიდენცია ოფიციალურად 2009 წლის 12 ივლისს გაიხსნა. იგი წარმოადგენს ერთ კვარტალში გაერთიანებულ განსხვავებული არქიტექტურის შენობათა კომპლექს, რომელიც შიდა ეზოს ირგვლივ ერთიანდება. პრეზიდენტის სასახლე ბარათაშვილის აღმართისკენ უშუალოდ კლდეზე გამოდის და მთაწმინდისკენ იხსნება თავისუფალი ხედით. სასახლის კომპოზიცია კლასიკურია — სამ-პორტიკიანი ჰორიზონტალური შენობა, ცენტრში გუმბათით სრულდება. მის სამხრეთ-აღმოსავლეთით დგას მარტივი მოცულობის, გეგმაში „Γ“-ს ფორმის, შენობა, განკუთვნილი პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის (კანცელარიისთვის), რომელიც სპეციალური გადასასვლელით უკავშირდება პრეზიდენტის სასახლეს.
2019 წელს ავლაბრის რეზიდენციას სახელი შეეცვალა და ის სახელმწიფო ცერემონიების სასახლე გახდა.