მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მე-3 პრეზიდენტი / From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ სააკაშვილი (დ. 21 დეკემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი იურისტი, საქართველოსა და უკრაინაში მოღვაწე პოლიტიკოსი, 1995-1999 და 1999-2002 წლებში იყო საქართველოს მე-4 და მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტია „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ მანდატით, 2000-2001 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. ხოლო 2004 წლის 25 იანვრიდან 2007 წლის 25 ნოემბრამდე და 2008 წლის 20 იანვრიდან – 2013 წლის 17 ნოემბრამდე საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სააკაშვილი. |
მიხეილ სააკაშვილი | |
სააკაშვილი 2020 წელს | |
უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 7 მაისი 2020 |
პრეზიდენტი | ვოლოდიმირ ზელენსკი |
პრემიერ-მინისტრი | დენის შმიგალი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
ოდესის ოლქის გუბერნატორი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
30 მაისი 2015 – 9 ნოემბერი, 2016 | |
პრეზიდენტი | პეტრო პოროშენკო |
პრემიერ-მინისტრი | არსენი იაცენიუკი ვლადიმერ გროისმანი |
წინამორბედი | იგორ პალიცა |
მემკვიდრე | მაქსიმ სტეპანოვი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
20 იანვარი 2008 – 17 ნოემბერი, 2013 | |
პრემიერ-მინისტრი | ლადო გურგენიძე გრიგოლ მგალობლიშვილი ნიკა გილაური ივანე მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილი |
წინამორბედი | ნინო ბურჯანაძე (მოვალეობის შემსრულებელი) |
მემკვიდრე | გიორგი მარგველაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 იანვარი 2004 – 25 ნოემბერი 2007 | |
პრემიერ-მინისტრი | ზურაბ ჟვანია ზურაბ ნოღაიდელი ლადო გურგენიძე |
წინამორბედი | ედუარდ შევარდნაძე ნინო ბურჯანაძე (მოვალეობის შემსრულებელი) |
მემკვიდრე | ნინო ბურჯანაძე (მოვალეობის შემსრულებელი) |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
4 ნოემბერი, 2002 – 2004 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ლადო კახაძე |
მემკვიდრე | ზაზა ბეგაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
12 ოქტომბერი, 2000 – 19 სექტემბერი, 2001 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | ჯონი ხეცურიანი |
მემკვიდრე | როლანდ გილიგაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1995 – 2000 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
დაბადებული | 21 დეკემბერი, 1967 (1967-12-21) (56 წლის) თბილისი |
მოქალაქეობა | სსრკ→ საქართველო→ უკრაინა |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ახალ ძალთა მოძრაობა ( უკრაინა) |
მამა | ნიკოლოზ სააკაშვილი |
დედა | გიული ალასანია |
მეუღლე | სანდრა რულოვსი |
შვილები | ედუარდ სააკაშვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი, ელის მარია სააკაშვილი[1] |
განათლება | კიევის უნივერსიტეტი კოლუმბიის უნივერსიტეტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი სტრასბურგის უნივერსიტეტი |
პროფესია | იურისტი, დიპლომატი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
ხელმოწერა |
2001 წლის ოქტომბერში მიხეილ სააკაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მთავრობაში იუსტიციის მინისტრის თანამდებობა დატოვა და დააფუძნა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. „ნაციონალური მოძრაობა“ გაერთიანდა ბლოკში რესპუბლიკურ პარტიასთან და კონსერვატულ პარტიასთან ლოზუნგით „თბილისი შევარდნაძის გარეშე“. 2002 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ბლოკმა გამარჯვება გაიყო ლეიბორისტულ პარტიასთან ერთად. პარტიებს შორის შეთანხმების შედეგად მიხეილ სააკაშვილი გახდა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.
მიხეილ სააკაშვილი, როგორც ოპოზიციის ლიდერი იყო 2003 წლის საქართველოს ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი წინამძღოლი. 2003 წლის ნოემბერში საქართველოში მშვიდობიანი სახალხო გამოსვლების სერიას - ვარდების რევოლუციას მოჰყვა 23 ნოემბერს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომა და საქართველოს პოლიტიკური ხელისუფლების ცვლილება, რის შემდეგაც 2004 წლის 4 იანვარს ჩატარებულ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილმა ხმათა 96,27% მიიღო და 25 იანვარს, ინაუგურაციის შემდეგ, გახდა საქართველოს მე-3 პრეზიდენტი.
იგი იყო ყველაზე ახალგაზრდა სახელმწიფო მეთაური ევროპაში (პრეზიდენტის მოვალეობას შეუდგა 36 წლის ასაკში). ამ პოსტს პირველი ვადით 2007 წლის 25 ნოემბერამდე იკავებდა, ხოლო მეორე ვადით 2008 წლის 20 იანვარიდან, 2013 წლის 17 ნოემბერის ჩათვლით. ისტორიკოსი სტივენ ჯონსი სააკაშვილს ახასიათებს, როგორც ნაციონალისტს, რომელიც მხარს უჭერდა როგორც პარტიკულარისტულ, ასევე სამოქალაქო ნაციონალიზმს.[2]
2012 წლის 1 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის გუნდი დამარცხდა. მისი საპრეზიდენტო ვადის გასვლის შემდეგ მან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ფლეტჩერის სახელობის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში დაიწყო ლექციების კითხვა.
2014 წლის 27 მარტს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილი მოწმის სახით დაკითხვაზე დაიბარა. საქმე მისი პრეზიდენტობის დროს მომხდარ რამდენიმე გახმაურებულ ფაქტს ეხებოდა. სააკაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდა. ამის შემდეგ, 28 ივლისს პროკურატურამ ექსპრეზიდენტი დაკითხვაზე კვლავ დაიბარა, თუმცა სააკაშვილი არც ამჯერად გამოცხადდა. ამავე დღეს, მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებულის სახით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
მისი პოლიტიკური კარიერა გაგრძელდა უკრაინაში, სადაც უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიერ 2015 წლის 13 თებერვლიდან უკრაინის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელად დაინიშნა.[3] 2015-2016 წლებში კი იყო ოდესის ოლქის გუბერნატორი. ამის შემდეგ იგი უკრაინის ხელისუფლების ოპოზიციაში გადავიდა და შექმნა პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“. უკრაინაში ხელისუფლების ცვლილებისა და უკრაინის პრეზიდენტად ვოლოდიმირ ზელენსკის არჩევის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი 2020 წლის 7 მაისიდან არის უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი.
2021 წლის 1 ოქტომბერს სააკაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იმყოფებოდა საქართველოში, გამოაქვეყნა ვიდეო რომელიც მისი აღწერის მიხედვით ბათუმში იყო გადაღებული. მმართველი პარტია, „ქართული ოცნება“ უარყოფდა გავრცელებულ ინფორმაციას და აცხადებდა რომ სააკაშვილი უკრაინაშია და არ დაუტოვებია უკრაინის ტერიტორია, მაგრამ მოგვიანებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროს გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.[4]