ედუარდ შევარდნაძე
ქართველი პოლიტიკოსი და დიპლომატი / From Wikipedia, the free encyclopedia
ედუარდ ამბროსის ძე შევარდნაძე (დ. 25 იანვარი, 1928, სოფელი მამათი, ოზურგეთის მაზრა, საქართველოს სსრ — გ. 7 ივლისი, 2014, თბილისი, საქართველო) — ქართველი პოლიტიკოსი და სახელმწიფო მოღვაწე. საქართველოს მეორე პრეზიდენტი. 1972-1985 წლებში საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. 1985-1990 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი. 1995–2003 წლებში საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა.
ედუარდ შევარდნაძე | |
საქართველოს მე-2 პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
26 მაისი, 1995 – 23 ნოემბერი, 2003 | |
წინამორბედი | ზვიად გამსახურდია |
მემკვიდრე | ნინო ბურჯანაძე (დროებითი) მიხეილ სააკაშვილი |
საბჭოთა კავშირის მე-6 საგარეო საქმეთა მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
6 ივლისი, 1985 – 20 დეკემბერი, 1990 | |
წინამორბედი | ანდრეი გრომიკო |
მემკვიდრე | ალექსანდრე ბესმერტნიხი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 სექტემბერი, 1972 – 6 ივლისი, 1985 | |
წინამორბედი | ვასილ მჟავანაძე |
მემკვიდრე | ჯუმბერ პატიაშვილი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
22 მაისი, 1965 – 1 აგვისტო, 1972 | |
წინამორბედი | ოთარ ქავთარაძე |
მემკვიდრე | კონსტანტინე კეთილაძე |
დაბადებული | 25 იანვარი, 1928 მამათი, ოზურგეთის მაზრა, საქართველოს სსრ |
გარდაცვლილი | 7 ივლისი, 2014 (86 წლის) თბილისი, საქართველო |
მოქალაქეობა | საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
პოლიტიკური პარტია | კომპარტია (1948-1991) სმკ (1993-2003) |
მეუღლე | ნანული ცაგარეიშვილი |
შვილები | პაატა შევარდნაძე მანანა შევარდნაძე |
განათლება | ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
წოდება | გენერალ-მაიორი |
პროფესია | დიპლომატი, პოლიტიკოსი |
რელიგია | ათეისტი (1992 წლამდე) მართლმადიდებელი ქრისტიანი (1992 წლიდან) |
ჯილდოები | იხილეთ სია |
ხელმოწერა |
იყო სსრკ-ის IX-XI მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. სოციალისტური შრომის გმირი (1981), სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი (1978), წევრი 1985 წლის ივლისიდან. 1964–1965 წლებში იყო საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მინისტრის მოადგილე. 1965–1972 წლებში საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა მინისტრი. 1985 წელს შევარდნაძე სსრკ-ის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 1990 წელს იგი გადადგა. 1991 წელს მიხეილ გორბაჩოვის მიწვევით კვლავ დაუბრუნდა მინისტრის პოსტს. 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ხელმძღვანელი, 1992–1995 წლებში საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე. მონაწილეობდა გერმანიის გაერთიანების შესახებ მოლაპარაკებებში. 1990 წელს ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯეიმზ ბეიკერთან ერთად ხელი მოაწერა აშშ-სათვის ბერინგის ზღვის აკვატორიის გადაცემას შევარდნაძე-ბეიკერის გამყოფი ხაზის მიხედვით. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2003 წლის ნოემბერში, შევარდნაძე თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკას ჩამოსცილდა. სიცოცხლის ბოლო წლები კრწანისის რეზიდენციაში გაატარა. ავტორია ავტობიოგრაფიული წიგნებისა „ჩემი არჩევანი“ და „ფიქრი წარსულსა და მომავალზე“.