საქართველოს მთავრობა
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს მთავრობა — საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლესი ორგანო, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. მთავრობა ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელია საქართველოს პარლამენტის წინაშე[1][2]. მთავრობა შედგება პრემიერ-მინისტრისა, რომელიც არის მთავრობის მეთაური და მინისტრებისგან. მთავრობის შემადგენლობაში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო მინისტრი, რომელიც შეიძლება შემოღებულ იქნეს კანონით, განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი ამოცანების შესასრულებლად.[3][4]. კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის წევრს უფლება არ აქვს ეკავოს სხვა თანამდებობა, გარდა პარტიულისა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, იღებდეს ანაზღაურებას სხვა საქმიანობისათვის, გარდა სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისა[5][6].
საქართველო | |||
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
საქართველოს პოლიტიკური მოწყობა | |||
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი | |||
აღმასრულებელი ხელისუფლება | |||
საქართველოს მთავრობა | |||
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე | |||
საკანონმდებლო ხელისუფლება | |||
საქართველოს პარლამენტი | |||
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი | |||
პარტიები პარლამენტში :
| |||
პოლიტიკური პარტიები | |||
სასამართლო ხელისუფლება | |||
საკონსტიტუციო სასამართლო | |||
საქართველოს საერთო სასამართლოები | |||
ტერიტორიული მოწყობა | |||
მთავრობა საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად იღებს დადგენილებებსა (ნორმატიული აქტი) და განკარგულებებს (ინდივიდუალური აქტი), რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი.[7]
მთავრობის უფლებამოსილება იწყება და წყდება კონსტიტუციით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით საქართველოს პალამენტის მიერ მთავრობისთვის ნდობის/უნდობლობის გამოცხადების საფუძველზე.[8]