საქართველოს პრემიერ-მინისტრი
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს პრემიერ-მინისტრი — საქართველოს მთავრობის მეთაური. პრემიერ-მინისტრი განსაზღვრავს მთავრობის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს, ორგანიზებას უწევს მთავრობის საქმიანობას, ახორციელებს მინისტრების საქმიანობის კოორდინაციასა და კონტროლს, ხელს აწერს მთავრობის სამართლებრივ აქტებს. პრემიერ-მინისტრი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს საქართველოს სახელით.[2]
საქართველოს პრემიერ-მინისტრი | |
---|---|
საქართველოს დროშა | |
დამნიშვნელი | საქართველოს პარლამენტი |
ვადის ხანგრძლივობა | 4 წელი |
დაარსდა | 1918 წლის 26 მაისი |
პირველი თანამდებობაზე | ნოე რამიშვილი |
ხელფასი | 4 250[1] ₾ |
საიტი | ოფიციალური საიტი |
საქართველო | |||
ეს სტატია არის ნაწილი სერიისა: | |||
საქართველოს პოლიტიკური მოწყობა | |||
პრეზიდენტი : სალომე ზურაბიშვილი | |||
აღმასრულებელი ხელისუფლება | |||
საქართველოს მთავრობა | |||
პრემიერ-მინისტრი : ირაკლი კობახიძე | |||
საკანონმდებლო ხელისუფლება | |||
საქართველოს პარლამენტი | |||
პარლამენტის თავმჯდომარე : შალვა პაპუაშვილი | |||
პარტიები პარლამენტში :
| |||
პოლიტიკური პარტიები | |||
სასამართლო ხელისუფლება | |||
საკონსტიტუციო სასამართლო | |||
საქართველოს საერთო სასამართლოები | |||
ტერიტორიული მოწყობა | |||
პრემიერ-მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს მინისტრებს. იგი უფლებამოსილია ერთ-ერთ მინისტრს დააკისროს პირველი ვიცე-პრემიერის, აგრეთვე ერთ ან რამდენიმე მინისტრს − ვიცე-პრემიერის მოვალეობა.[2]
პრემიერ-მინისტრი მთავრობის საქმიანობისთვის ანგარიშვალდებულია პარლამენტის წინაშე. წელიწადში ერთხელ იგი პარლამენტს წარუდგენს მოხსენებას სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, აგრეთვე პარლამენტის მოთხოვნით − სამთავრობო პროგრამის ცალკეული ნაწილის შესრულების მიმდინარეობის ანგარიშს.[2]