საქართველოს სასამართლო ხელისუფლება
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს სასამართლო ხელისუფლება — საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების განშტოება, რომელიც საქართველოში ახორციელებს საკონსტიტუციო კოტროლსა და მართლმსაჯულებას[1]. საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო[2], ხოლო მართლმსაჯულებას კი ახორციელებენ საქართველოს საერთო სასამართლოები[3]. სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები[4].
სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით[5]. სასამართლოს აქტები სავალდებულოა ყველა სახელმწიფო ორგანოსა და პირისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე[6].