საქართველოს საერთო სასამართლოები
From Wikipedia, the free encyclopedia
საქართველოს საერთო სასამართლოები — საქართველოს სასამართლო ხელისუფლებაში შემავალი სასამართლოების ერთობლიობა, რომელიც საქართველოში უზრუნველყოფს მართლმსაჯულების განხორციელებას[1]. საქართველოს საერთო სასამართოების სისტემა და ორგანიზაცია განისაზღვრება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. ეს კანონი აგრეთვე, განსაზღვრავს მოსამართლეთა სამართლებრივ სტატუსს, მათი შერჩევის, თანამდებობაზე დანიშვნის (არჩევის) და თანამდებობიდან გათავისუფლების წესს, სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს[2].