სკორპიონსი
From Wikipedia, the free encyclopedia
სკორპიონსი (ინგლ. Scorpions) — გერმანული როკ-ჯგუფი ჰანოვერიდან. მათ მიერ შესრულებული მუსიკის ძირითადი ჟანრია მძიმე მეტალი[1][2][3][4] და მძიმე როკი[5][6][7]. სკორპიონს პოპულარობა მოუტანა მათმა საუკეთესო სიმღერებმა, რომლებმაც ხალხში უდიდესი მოწონება დაიმსახურა: Rock You Like a Hurricane, Wind of Change, No One Like You, Still Loving You, Humanity, Send Me an Angel და სხვა. ჯგუფი 46-ე ადგილზეა VH1-ის მძიმე როკის საუკეთესო შემსრულებლების სიაში,[8] Rock You Like a Hurricane კი მეთვრამეტეა VH1-ის სიაში 100 საუკეთესო მძიმე როკ სიმღერა.[9] 2010 წლის 24 იანვარს 45 წლიანი აქტიური მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფმა განაცხადა, რომ ისინი შვებულებას აიღებენ ახალი ალბომის Sting in the Tail მხარდამჭერი ტურნეს შემდეგ.[10][11] სკორპიონსმა გაყიდა 100-დან[12][13][14] 150-მდე[15][16] მილიონი ალბომი მსოფლიოს მასშტაბით. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის ოფიციალური სახელი არის Scorpions, ისინი ხშირად არიან მოხსენიებულნი, როგორც The Scorpions. მათი ოფიციალური საიტის დასახელებაც (the-scorpions.com) ამის ერთ-ერთი მაგალითია.
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „სკორპიონსი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. სკორპიონსი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
სკორპიონსი | |
---|---|
სკორპიონსი 2014 წელს | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ჰანოვერი, გერმანია |
ჟანრ(ებ)ი | მძიმე როკი, მძიმე მეტალი |
აქტიური | 1965 – დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი | Rhino, RCA, Mercury, EMI, Atlantic, WEA, BMG |
წევრები |
კლაუს მაინე მათიას იაბსი რუდოლფ შენკერი პაველ მონცივოდა ჯეიმზ კოტაკი |
ყოფილი წევრები | იხილეთ: ყოფილი წევრების სია |
საიტი | ოფიციალური საიტი |
სკორპიონსი ვიკისაწყობში |