სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები (2008)
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2008 — მეხუთე საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც ჩატარდა 2008 წლის 19 თებერვალს. არჩევნები პრემიერ-მინისტრ სერჟ სარქისიანის გამარჯვებით პირველივე ტურში დასრულდა, მაგრამ მეორე ადგილზე გასულმა სომხეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ლევონ ტერ-პეტროსიანმა არჩევნების შედეგები გაასაჩივრა.
სწრაფი ფაქტები ნომინანტი, პარტია ...
| |||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||
|
დახურვა
სარქისიანის კანდიდატურას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა რობერტ ქოჩარიანმა[1] (რომელსაც ზედიზედ მესამე ვადით კენჭისყრა აღარ შეეძლო)[2]. დანარჩენი კანდიდატები იყვნენ ლევონ ტერ-პეტროსიანი[3] და ეროვნული კრების ვიცე-პრეზიდენტი სომხეთის რევოლუციური ფედერაციიდან ვაჰან ჰოვჰანისიანი[4]. უდიდესმა ოპოზიციაურმა პარტიამ, კანონის უზენაესობამ კანდიდატად ყოფილი პარლამენტის სპიკერი არტურ ბაღდასარიანი წარადგინა[5].