სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები (2013)
From Wikipedia, the free encyclopedia
სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2013 — მეექვსე საპრეზიდენტო არჩევნები სომხეთში, რომელიც ჩატარდა 2013 წლის 18 თებერვალს. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი და ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, პარლამენტში სიდიდით მეორე პარტიის ლიდერი გაგიკ წარუკიანი საარჩევნო მარათონს 2012 წლის დეკემბერში გამოეთიშნენ. ბევრი თვლიდა, რომ მოქმედ პრეზიდენტ სერჟ სარქისიანისთვის კონკურენციის გაწევას ვერავინ შეძლებდა, ნაწილი აცხადებდა, რომ ხალხი „სათანადო ალტერნატივას“ ვერ ხედავდა და ამ ყოველივემ საზოგადოებაში დიდი აპათია გამოიწვია[1][2].
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
|
2013 წლის 31 იანვარს კანდიდატი პარუირ ჰაირიკიანი დაჭრეს, მაგრამ ის მალე გამოჯანმრთელდა და ორ მთავარ ოპოზიციონერ კანდიდატს რაფი ოვანისიანსა და ჰრანტ ბაგრატიანს პრეზიდენტ სარქისიანის დასამარცხებლად ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე შეჯერებისაკენ მოუწოდა. 10 თებერვალს, მან არჩევნების 14 დღით გადადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა და განაცხადა, რომ ის კვალავ წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას იმ შემთხვევაში თუ სამი ოპოზიციური ძალა ერთ საერთო კანდიდატზე შეთანხმდებოდა, მაგრამ მეორე დრეს მან სარჩელი უკან გაიტანა.
არჩევნები მოქმედ პრეზიდენტ სარქისიანის გამარჯვებით დასრულდა. მან ამომრჩეველთა ხმების 59% მიიღო. ჰოვანისიანი მეორე ადგილზე გავიდა 37%-ით, ხოლო დანარჩენმა კანდიდატებმა საერთო ხმების 4%-ზე ნაკლები აიღეს[3].
სარქისიანის მთავარმა ოპონენტმა რაფი ოვანისიანიმა არჩევნების გაყალბების გამო გამარჯვების შესახებ განაცხადა. არჩევნების მომდევნო დღეებში, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები დაიწყო ერევანსა (ძირითადად თავისუფლების მოედანზე) და სომხეთის სხვა ქალაქებში. ჰოვანისიანმა სარქისიანს მოუწოდა „ხალხის გამარჯვება“ მიეღო და დამარცხება ეღიარებინა[4]. ოვანისიანმა სიტყვების „ბარევ“ (გამარჯობა) და „რევოლუცია“-ს გაერთიანებით, მოძრაობას „ბარევოლუცია“ უწოდა, რითაც მან საარჩევნო კამპანიისას ხალხთან სიარულისა და მისალმების საკუთარ თვისებას გაუსვა ხაზი.[5][6].
მიუხედავად იმისა, რომ მრავალმა ქვეყანამ (მათ შორის, აშშ-მა, რუსეთმა, საფრანგეთმა, ირანმა, თურქეთმა) მიულოცა სარქისიანს არჩევნებში გამარჯვება, სომხეთის გავლენიანმა პოლიტიკოსებმა და პარტიებმა (მათ შორის, სომხეთის რევოლუციური ფედერაცია, ყოფილი პრეზიდენტი ლევონ ტერ-პეტროსიანი, ყოფილი პრემიერ-მინისტრები არამ სარქისიანი და მესამე ადგილზე გასული ჰრანტ ბაგრატიანი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ვართან ოსკანიანი,[7] პარლამენტის წევრები ნიკოლ პაშინიანი, მეხუთე ადგილზე გასული ანდრიას ღუკასიანი) საჯაროდ განაცხადეს ჰოვანისიანის გამარჯვების შესახებ და არჩევნების ოფიციალურ შედეგებს გაყალბებული უწოდეს.
2013 წლის 10 მარტს ოვანისიანმა თავისუფლების მოედანზე შიმშილობა დაიწყო.[8]. 2013 წლის 14 მარტს სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნებში გამარჯვებულად პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი გამოაცხადა[9]. 2013 წლის 31 მარტს ოვანისიანმა შიმშილობა შეწყვიტა[10]. ბაგრამიანის გამზირზე ოვანისიანის მხარდამჭერებსა და საპოლიციო ძალებს შორის შეტაკება მოხდა.