ჯოზუე კარდუჩი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯოზუე კარდუჩი (იტ. Giosuè Carducci) (27 ივლისი 1835, ვალდიკასტელო, იტალია - 16 თებერვალი 1907, ბოლონია, იტალია) — იტალიელი პოეტი, მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და მასწავლებელი. იგი ითვლება თანამედროვე იტალიის ეროვნულ პოეტად.[8][9][10] 1906 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურაში „არა მხოლოდ ღრმა შემეცნებითი და კრიტიკული კვლევის, არამედ შემოქმედებითი ენერგიის, სტილის სიახლისა და მისი პოეტური შედევრების ლირიკული ძლიერებისთვის".[11]კარდუჩი პირველი იტალიელი ნობელიანტია ლიტერატურაში.[12]
სწრაფი ფაქტები ჯოზუე კარდუჩი, სრული სახელი ...
ჯოზუე კარდუჩი | |
---|---|
იტალ. Giosuè Carducci | |
სრული სახელი | ჯოზუე ალესანდრო ჯუზეპე კარდუჩ |
დაბადების თარიღი | 27 ივლისი, 1835 |
დაბადების ადგილი | პიეტრასანტა, ტოსკანა, იტალია |
გარდაცვალების თარიღი | 16 თებერვალი, 1907 |
გარდაცვალების ადგილი | ბოლონია, იტალია |
დასაფლავებულია | Certosa di Bologna[1] |
ფსევდონიმი | Enotrio Romano[2] |
საქმიანობა | პოეტი |
ეროვნება | იტალიელი |
მოქალაქეობა | იტალიის სამეფო |
ალმა-მატერი | convent of Scolopi[1] და Scuola Normale Superiore. Classe di Lettere e Filosofia[3] [1] |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[4] [5] [6] [1] |
მეუღლე | Elvira Menicucci[7] |
შვილ(ებ)ი | Beatrice Carducci და Libertà Carducci[7] |
ხელმოწერა | |
დახურვა