ჯონ მოტი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონ რელეი მოტი (ინგლ. John Raleigh Mott, დ. 25 მაისი, 1865 - გ. 31 იანვარი,1955) — ევანგელისტი, ახალგაზრდა ქრისტიან კაცთა ასოციაციის (YMCA ) და მსოფლიო სტუდენტური ქრისტიანული ფედერაციის (WSCF) ხელმძღვანელი დიდი ხნის მანძილზე. მან 1946 წელს მიიღო ნობელის პრემია, საერთაშორისო პროტესტანტულ - ქრისტიანული სტუდენტური ორგანიზაციების დამკვიდრებისა და განმტკიცების საქმეში, რომელიც მუშაობდა მშვიდობის განვითარებაზე . მან პრიზი ემილი ბოლჩთან გაიზიარა. 1895 წლიდან 1920 წლამდე მოტი იყო WSCF -ის გენერალური მდივანი. 1948 წელს ეკლესიების მსოფლიო საბჭოს ფორმირებაში მონაწილეობდა, ამ ორგანიზაციაში იგი აირჩიეს უვადო, საპატიო პრეზიდენტად. მისი ყველაზე ცნობილი წიგნი, მსოფლიოს ევანგელიზაცია ამ თაობაში, გახდა მისიონერული ლოზუნგი მე –20 საუკუნის დასაწყისში. [8]
ჯონ მოტი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 25 მაისი, 1865(1865-05-25)[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | ნიუ-იორკი |
გარდაცვალების თარიღი | 31 იანვარი, 1955(1955-01-31)[1] [2] [3] [5] (89 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ორლანდო |
მოქალაქეობა | აშშ |
განათლება | Upper Iowa University და კორნელის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | Frederick D. Mott |
ჯილდოები | ნობელის პრემიის ლაურეატები მშვიდობის განმტკიცებაში[6] [7] და კომანდორის ჯვრის ორდენი „გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის წინაშე დამსახურებისთვის“ |