Big Thief
From Wikipedia, the free encyclopedia
Big Thief — ბრუკლინში დაფუძნებული ამერიკული ინდი-ფოლკ ჯგუფი. წევრები არიან: ადრიენ ლენკერი (გიტარა, ვოკალი), ბაქ მიქი (გიტარა, ბექ ვოკალი), მაქს ოლეარჩიკი (ბას-გიტარა) და ჯეიმს კრივჩენია (დრამი). [1]
Big Thief | |
---|---|
Big Thief 2018-ში. მარცხნიდან მარჯვნივ: ბაქ მიქი, ჯეიმს ხივჩენია და ადრიენ ლენკერი. (მაქს ოლეარჩიკს ეფარება ლენკერი) | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
ჟანრ(ებ)ი |
ინდი-ფოლკი ფოლკ-როკი ინდი-როკი ამერიკანა ალტერნატიული ქანთრი |
აქტიური | 2015–დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
Saddle Creek Records 4AD Weathervane Music |
წევრები |
|
ყოფილი წევრები | ჯეიმს ბურგერი |
აღსანიშნავი ინსტრუმენტები | |
გიტარა ბას-გიტარა დრამი | |
საიტი | bigthief.net |
Big Thief ვიკისაწყობში |
ჯგუფის სადებიუტო ალბომი გამოვიდა Masterpiece Saddle Creek Records-ის ქვეშ 2016 წელს. მათი მეორე სტუდიური ალბომი Capacity 2017 წელს გამოვიდა. 2019 წელს ჯგუფმა ხელშეკრულება გააფორმა 4AD-თან და გამოუშვა ორი სტუდიური ალბომი: UFOF 2019 წლის მაისში და Two Hands 2019 წლის ოქტომბერში. ორივე ალბომს კრიტიკოსების დადებითი შეფასებები მოჰყვა. ალბომმა UFOF მიიღო ნომინაცია გრემის 62-ე ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საუკეთესო ალტერნატიული ჟანრის ალბომის კატეგორიაში, ხოლო სიმღერა Not ნომინირებული იყო საუკეთესო როკ სიმღერისა და საუკეთესო როკ შესრულების კატეგორიებში 63-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე .
ჯგუფის მეხუთე სტუდიური ალბომი, Dragon New Warm Mountain I Believe in You გამოვიდა 2022 წლის თებერვალში. ამ ორმაგმა ალბომმა მიაღწია ტოპ ათეულს ნიდერლანდებში და ასევე იყო ნომინირებული საუკეთესო ალტერნატიული ალბომის კატეგორიაში 2023 წლის გრემის ცერემონიაზე, ხოლო მისი მეორე სინგლი Certainty ნომინირებული იყო საუკეთესო ალტერნატიული მუსიკის პერფორმანსის კატეგორიაში.