School Strike for Climate
From Wikipedia, the free encyclopedia
School Strike for Climate (შვედ. Skolstrejk för klimatet, ასევე ცნობილია სხვადასხვა სახელწოდებით: Fridays for Future (FFF), Youth for Climate, Climate Strike ან Youth Strike for Climate) ― სკოლის მოსწავლეთა საერთაშორისო მოძრაობა, რომლებიც პარასკევის გაკვეთილებს აცდენენ დეონსტრაციებში მონაწილეობის მისაღებად და პოლიტიკური ლიდერებისგან კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ სათანადო რეაგირებასა და წიაღისეული საწვავის ინდუსტრიის განახლებად ენერგიაზე გადასვლას მოითხოვენ.
School Strike for Climate | |||
---|---|---|---|
Fridays for Future | |||
<7003100000000000000♠1000
7003100000000000000♠1000+
7004100000000000000♠10000+
7005100000000000000♠100000+
7006100000000000000♠1000000+ | |||
თარიღი | 20 აგვისტო, 2018, მეტწილად, პარასკეობით, ზოგჯერ - ხუთშაბათობით, შაბათობით ან კვირაობით | ||
ადგილი | საერთაშორისო | ||
გამომწვევი მიზეზი |
გლობალური დათბობის წინააღმდეგ პოლიტიკური უმოქმედობა | ||
მიზნები | კლიმატის ცვლილების შერბილება | ||
მეთოდები | მოსწავლეთა გაფიცვები | ||
სტატუსი | აქტიური | ||
მონაწილე მხარეები | |||
| |||
მთავარი ფიგურები | |||
|
მოძრაობას საფუძველი ჩაეყარა [[2018] წლის აგვისტოში, მას შემდეგ, რაც შვედმა მოსწავლემ, გრეტა ტუნბერგმა შვედეთის რიკსდაგის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო. მას ხელში აბრა ეჭირა, წარწერით „Skolstrejk för klimatet“ (სასკოლო გაფიცვა კლიმატისთვის).[1][2]
2019 წლის 15 მარტს, პირველ გლობალურ გაფიცვაზე მსოფლიოს 125 სახელმწიფოში გამართულ 2 200 გაფიცვაში მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.[3][4][5][6] 2019 წლის 24 მაისს მეორე გლობალურ გაფიცვაზე მსოფლიოს 150 სახელმწიფოში 1 600 გაფიცვაში ასობით ათასმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. დემონსტრაციები ისე იყო დაგეგმილი, რომ 2019 წლის ევროპის პარლამენტის არჩევნებს დაემთხვა.[5][7][8][9]
2019 წლის Global Week for Future 20 და27 სექტემბერს (პარასკეობით) მსოფლიოს 150 ქვეყნაში განხორციელებული 4 500 გაფიცვის სერია იყო. მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს გაფიცვაზე, 20 სექტემბერს მსოფლიასო მასშტაბით 4 მილიონზე მეტი ადამიანი შეიკრიბა, რომელთა უმრავლესობასაც სკოლის მოსწავლეები შეადგენდნენ. მარტო გერმანიაში გაფიცვებში 1.4 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.[10] 27 სექტემბერს, დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი იყო ჩართული მსოფლიო დემონსტრაციებში, მათ შორის, 1 მილიონი მომიტინგე იტალიაში და ასეულობით ათასი მომიტინგე ― კანადაში.[11][12][13]