ავსტრია-უნგრეთის კომპრომისი
From Wikipedia, the free encyclopedia
1867 წლის ავსტრია-უნგრეთის კომპრომისი (გერმ. Ausgleich, უნგრ. Kiegyezés) — შეთანხმება, რომლის შედეგადაც ავსტრია-უნგრეთის იმპერიაში დაწესდა ორმაგი მონარქია. კომპრომისმა აღიარა უნგრეთის სამეფოს ნაწილობრივი სუვერენიტეტი, რომელიც აღარ წარმოადგენდა ავსტრიის იმპერიის ნაწილს. მოხდა ჰაბსბურგების მიწების რეორგანიზაცია და ავსტრია–უნგრეთს შორის ურთიერთობა გარდაიქმნა რეალურ კავშირად. ავსტრიულ ცისლეიტანიის და უნგრულ ტრანსლეიტანიის მიწებს ჰყავდათ ცალ ცალკე პარლამენტი და პრემიერ მინისტრი. კავშირს ჰყავდა ერთი მეთაური, რომელიც ორ ტიტულს ატარებდა ავსტრიის იმპერატორის და უნგრეთის მეფის.