გაბრიელ ბატისტუტა
არგენტინელი ფეხბურთელი / From Wikipedia, the free encyclopedia
გაბრიელ ომარ ბატისტუტა (ესპ. Gabriel Omar Batistuta; დ. 1 თებერვალი, 1969, რეკონკისტა (სანტა-ფე), სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა) — არგენტინელი ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 1994, 1998 და 2002 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში.[1][2][3]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გაბრიელ ომარ ბატისტუტა | ||
დაბადების თარიღი | 1 თებერვალი, 1969 (1969-02-01) (55 წლის) | ||
დაბადების ადგილი |
რეკონკისტა (სანტა-ფე), სანტა-ფეს პროვინცია, არგენტინა | ||
სიმაღლე | 185 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | თავდამსხმელი | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
1987–1988 | ნიუელს ოლდ ბოისი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1988–1989 | ნიუელსი | 16 | (4) |
1989–1990 | რივერ პლეიტი | 19 | (3) |
1990–1991 | ბოკა ხუნიორსი | 30 | (13) |
1991–2000 | ფიორენტინა | 269 | (168) |
2000–2003 | რომა | 63 | (30) |
2003 | → ინტერი | 12 | (2) |
2003–2005 | ალ-არაბი | 21 | (25) |
სულ | 430 | (245) | |
ეროვნული ნაკრები | |||
1991–2002 | არგენტინა | 77 | (54) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერის უმთავრესი წლები გაატარა „ფიორენტინასა“ და „რომაში“. საყოველთაო აღიარება მოიპოვა, როგორც გამორჩეული საგოლე ალღოსა და ორიგინალური სტილის მქონე ფორვარდმა. სპეციალისტების შეფასებით, ფლობდა რთულ სათამაშო სიტუაციებში სწრაფად გარკვევისა და ხელსაყრელი საგოლე პოზიციის შერჩევის იშვიათ უნარს. განსაკუთრებით გამოირჩეოდა საგოლე მომენტების გამოყენების მაღალი მაჩვენებლით. თავდამსხმელის ამპლუის მიუხედავად, დიდ გავლენას ახდენდა მოედნის მთელ პერიმეტრზე. მისი ყოფნა მინდორზე დიდწილად განსაზღვრავდა მთელი მატჩის მსვლელობის ხასიათს. ცნობილი იყო თავისი პერიოდული „აფეთქებებით“, რა დროსაც ყველაზე სახიფათო ხდებოდა მეტოქეთათვის, განსაკუთრებით — შეტევის დამამთავრებელ ფაზაში. კარიერის დასაწყისშივე დაიმკვიდრა გოლეადორის სტატუსი. ამის გამო, არგენტინელი და იტალიელი კომენტატორები საფეხბურთო რეპორტაჟებში მას უმეტესად — „ბატიგოლად“ მოიხსენიებდნენ. მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების ავტორიტეტულ ექსპერტთა უმრავლესობა ბატისტუტას ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო არგენტინელ ფორვარდად მიიჩნევს. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის 88-ე ადგილზე დასახელდა.[4][5]