ვირჯინია ელიზა კლემ პო
From Wikipedia, the free encyclopedia
ვირჯინია ელიზა კლემ პო (დაბადების სახელი ვირჯინია ელიზა კლემი; დ. 22 აგვისტო, 1822 — გ. 30 იანვარი, 1847) — ედგარ ალან პოს ცოლი. წყვილი ერთმანეთის ენათესავებოდა და პომ ვირჯინია კლემი მაშინ მოიყვანა ცოლად როდესაც ვირჯინია 13 წლის იყო ხოლო პო 27-ის. ზოგიერთი ბიოგრაფისტი ამბობს რომ წყვილის ურთიერთობა უფრო წააგავდა ძმის და დის ურთიერთობას ვიდრე ცოლ-ქმრის. 1842 წლის დასაწყისიდან, ვირჯინია ებრძოდა ტუბერკულოზს და გარდაიცვალა ამ დაავადებისგან 1847 წლის იანვარში 24 წლის ასაკში, ნიუ-იორკში.
ვირჯინია ელიზა კლემ პო | |
---|---|
აკვარელით დახატული ვირჯინია პო სიკვდილის შემდეგ | |
დაბადების თარიღი |
1822 წლის, 22 აგვისტო ბალტიმორი, მერილენდი |
გარდაცვალების თარიღი |
1847 წლის, 30 იანვარი ფორდჰამი, ნიუ იორკი |
მეუღლე(ები) | ედგარ ალან პო |
სხვა წევრებთან ერთად, ვირჯინია კლეი და ედგარ ალან პო გარკვეული დროის განმავლობაში ცალკე და რამდენიმე წლის განმავლობაში ერთად ცოხვრობდნენ სანამ დაქორწინდებოდნენ. წყვილი პოს სამუშაოს გამო ხშირად გადადიოდა ერთი სახლიდან მეორეში, პერიოდულად ცხოვრობდნენ ბალტიმორში, ფილადელფიაში და ნიუ იორკში. ქორწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, პო ფრანსის სარჯენტ ოსგუდი და ელიზაბეტ ფ. ელეტი-თან ერთად სკანდალის მონაწილე გახდა. ჭორები ქმრის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ვირჯინიზე იმდენად იმოქმედა, რომ სასიკვდილო სარეცელზე ის ამბობდა რომ იგი ელეტმა მოკლა. ვირჯინიას სიკვდილის შემდეგ მისი გვამი დაკრძალული იყო იმავე ადგილას სადაც ქმრის Westminster Hall და Burying Ground-ში ბალტიმორში, მარილანდში. მხოლოდ ერთი სურათი შემორჩა ვირჯინია ელიზა პოსი: აკვარელით დახატული პორტრეტი მისი სიკვდილის შემდეგ.
ცოლის ავადმყოფობამ და მისმა სიკვდილმა ძალიან იმოქმედა პოზე, რომელიც ამ ამბის შემდეგ სევდიანი გახდა და სმა დაიწყო. ვირჯინიას ბრძოლა დაავადებასთან და სიკვდილთან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოს პოეზიაში და პროზაში, სადაც მოკვდავი ქალი ხშირი ლეიტ მოტივია და გვესახება როგორც "Annabel Lee".