ირუპუტუნკუ
From Wikipedia, the free encyclopedia
ირუპუტუნკუ (ესპ. Irruputuncu) – ვულკანი ანდების მთებში, ჩილეს ჩრდილოეთ ნაწილში. მდებარეობს ტარაპაკის რეგიონში, ბოლივიისა და ჩილეს საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან – 5165 მ. ვულკანი შედგება ორკრატერიანი მწვერვალისაგან. უკანასკნელი ამოფრქვევა ჰქონდა 1995 წელს.
სწრაფი ფაქტები ირუპუტუნკუ ...
ირუპუტუნკუ | |
---|---|
ვულკანი ირუპუტუნკუ | |
კოორდინატები: 20°43′55″ ს. გ. 68°33′08″ დ. გ. | |
ქვეყანა | ბოლივია ჩილე |
სიმაღლე | 5165 მ |
ბოლო ამოფრქვევა | 1995 წელი |
დახურვა