კიურიუმი[1][2] (ლათ.Curium; ქიმიური სიმბოლო — ) — ელემენტთა პერიოდული სისტემისმეშვიდე პერიოდის, ჯგუფგარეშე (ძველი კლასიფიკაციით მესამე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის, IIIბ) ხელოვნურად მიღებული რადიოაქტიური ქიმიური ელემენტი. განეკუთვნება აქტინოიდების ოჯახს. მისი ატომური ნომერია — 96, tდნ — 1340 °C, tდუღ — 3110 °C, სიმკვრივე — 13.51 გ/სმ3. მოვერცხლისფრო ლითონი. მდგრადი იზოტოპები არ გააჩნია. კიურიუმი პირველად 1944 წელს მიიღეს ამერიკელმა მეცნიერებმა გ. სიბორგმა, ჯ. ჯეიმსმა და ა. გიორსომ. კიურიუმის ნაერთებიდან სინთეზირებულია , , , . სხვა აქტინოიდებისაგან კიურიუმი შეიძლება გამოვყოთ იონმიმოცვლითი მეთოდებით. კიურიუმის იზოტოპებს 242Cm, 244Cm იყენებენ ელექტრული დენის მცირეგაბარიტიან წყაროს შესაქმნელად. სახელი ეწოდა პ. კიურისა და მ. სკლოდოვსკა-კიურის პატივსაცემად.
კიურიუმი
96Cm
[247]
5f7 6d1 7s2
სწრაფი ფაქტები ზოგადი თვისებები, მარტივი ნივთიერების ვიზუალური აღწერა ...