კონფორმისტი (ფილმი)
From Wikipedia, the free encyclopedia
„კონფორმისტი“ (იტალ. Il conformista) — 1970 წლის იტალიური ფილმი, გადაღებული ბერნარდო ბერტოლუჩის მიერ, ალბერტო მორავიას ამავე სახელწოდების რომანის (1951) მიხედვით. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ჟან-ლუი ტრენტინიანი, სტეფანია სანდრელი და სხვები. ფილმი იყო იტალიური, ფრანგული და გერმანული კინოკომპანიების ერთობლივი ნამუშევარი.
„კონფორმისტი“ | |
---|---|
რეჟისორი | ბერნარდო ბერტოლუჩის |
პროდიუსერი | მაურიციო ლოდი-ფე |
სცენარის ავტორი | ბერნანდო ბერტოლუჩი |
ნაწარმოები |
ალბერტო მორავია — კონფორმისტი |
როლებში |
|
მუსიკა | ჟორჟ დელერიუ |
ოპერატორი | ვიტორიო სტორარო |
მწარმოებელი კომპანია |
|
დისტრიბუტორი | Paramount Pictures |
გამოსვლის თარიღი |
|
ხანგრძლივობა | 111 წუთი |
ქვეყანა |
იტალია საფრანგეთი გერმანია |
ენა | |
ბიუჯეტი | 750,000 აშშ დოლარი[1] |
ფილმი ფაშისტური მენტალიტეტის ერთგვარი ანალიზია. მთავარი გმირი მარჩელო კლერიცი მთელს ცხოვრებას სხვების გულის მოგებას ახმარს და იტალიის ფაშისტურ პარტიაში შედის, რათა ბრბოს შეერწყას და მისი ნაწილი გახდეს. ბერტოლუჩი თავის ფილმში იყენებს 1930-იანი წლების დეკორს, რომელიც ფაშისტურ მენტალიტეტთან და ერასთან არის ასოცირებული: საშუალო კლასის საცხოვრებელ ბინებსა და მმართველი ელიტის უზარმაზარ დარბაზებს.[2][3]
ფილმმა მიიღო უმაღლესი შეფასებები კინოკრიტიკოსებისგან. 1971 წელს მას საუკეთესო იტალიური ფილმის წოდება მიენიჭა.[4] თხრობის გართულებული სტრუქტურითა და ნოვატორული კინემატოგრაფიით „კონფორმისტმა“ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მსოფლიო კინემატოგრაფიის განვითარებაზე, გაუხსნა რა გზა ფსიქოლოგიური დრამების ახალ თაობას, როგორიც იყო „ნათლია“ (1972) და „აპოკალიფსი ახლა“ (1979).[5] გარდა ამისა, ფილმს მიღებული აქვს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის, დავიდ დი დონატელოსა და სატელიტის ჯილდოები. აგრეთვე ნომინირებული იყო ოსკარსა და ოქროს გლობუსზე. საერთო განხილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე ფილმის საერთო რეიტინგია 98% (53 მიმოხილვაზე დაყრდნობით).[6]