კოპტები
From Wikipedia, the free encyclopedia
კოპტები (კოპტ. ⲟⲩⲢⲉⲙ̀ⲛⲭⲏⲙⲓ ̀ⲛ̀Ⲭⲣⲏⲥⲧⲓ̀ⲁⲛⲟⲥ; اقباط) — მკვიდრი ეგვიპტელი ქრისტიანები, ეგვიპტის უმსხვილესი ეთნორელიგიური და ქრისტიანული ჯგუფი. ახ. წ. IV-VI საუკუნეში ეგვიპტეში ქრისტიანობა უმთავრესი რელიგია იყო, სანამ ამ ქვეყანას არაბები დაიპყრობდნენ.[5] მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის მნიშვნელოვან უმცირესობად იქცნენ, ადგილობრივებმა რწმენა შეინარჩუნეს. ისტორიულად, ისინი კოპტურ ენაზე ლაპარაკობდნენ, დემოტური დამწერლობის პირდაპირ მემკვიდრეზე, რომელიც რომაულ ხანაში იყო გავრცელებული. მაგრამ ეს ენა დღეს გაქრობის პირასაა და XVIII საუკუნიდან მხოლოდ ღვთისმსახურებაში გამოიყენება. კოპტები ძირითადად არაბულად საუბრობენ.
კოპტები | |
---|---|
ეგვიპტელი კოპტები | |
საერთო მოსახლეობა | |
10-20 მლნ [1] | |
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით | |
ეგვიპტე | 5-15 მლნ[2] |
სუდანი | 0,5 მლნ |
აშშ | 0,2 მლნ |
კანადა | 0,2 მლნ[1][3] |
ავსტრალია | 75000[4] |
ენები | ეგვიპტური არაბული, კოპტური |
რელიგიები | ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია |
ეგვიპტელი კოპტები ახლო აღმოსავლეთის უდიდეს ქრისტიანულ საზოგადოებას წარმოადგენენ, ისევე როგორც რეგიონის უდიდეს რელიგიურ უმცირესობას. ისინი ეგვიპტის მოსახლეობის დაახლოებით 10%-ს შეადგენენ.[6] კოპტების უდიდესი ნაწილი ალექსანდრიის კოპტური მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევარია,[7] დაახლოებით 800 000 ადამიანი კი კოპტურ კათოლიკურ და კოპტურ პროტსეტანტულ ეკლესიას აღიარებს.
როგორც რელიგიური უმცირესობა, კოპტები თანამედროვე ეგვიპტეში ხშირად განიცდიან დისკრიმინაციას და ექსტრემისტი ისლამისტების შეტევის სამიზნე ხდებიან.