ლიბერალური დემოკრატია
From Wikipedia, the free encyclopedia
ლიბერალური დემოკრატია, ასევე დასავლური დემოკრატია — პოლიტიკური იდეოლოგია და მმართველობის ფორმა, სადაც წარმომადგენლობითი დემოკრატია მოქმედებს კლასიკური ლიბერალიზმის პრინციპებით. მისთვის დამახასიათებელია მრავალფეროვან პოლიტიკურ პარტიებს შორის არჩევნები, ხელისუფლების დანაწილება სხვადასხვა სამთავრობო შტოებად, კანონის უზენაესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, საბაზრო ეკონომიკა, კერძო საკუთრება, ადამიანის უფლებები, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, სამოქალაქო თავისუფლება და პოლიტიკური თავისუფლება ყველა ადამიანისთვის. XX საუკუნის მდგრადი გაფართოების პერიოდის შემდეგ, ლიბერალური დემოკრატია მხოფლიოში გაბატონებული პოლიტიკური სისტემა გახდა.
ლიბერალურ დემოკრატიას შეიძლება ჰქონდეს სხვადასხვა კონსტიტუციური ფორმა, ეს შეიძლება იყოს კონსტიტუციური მონარქია (ავსტრალია, ბელგია, კანადა, დანია, იაპონია, ნიდერლანდები, ნორვეგია, ესპანეთი, და დიდი ბრიტანეთი) ან რესპუბლიკური (ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, იტალია, ირლანდია, მექსიკა, პოლონეთი, სამხრეთ კორეა და ამერიკის შეერთებული შტატები). მას შეიძლება ჰქონდეს საპარლამენტო სისტემა (ავსტრალია, კანადა, გერმანია, ინდოეთი, ისრაელი, ირლანდია, იტალია, სინგაპური და გაერთიანებული სამეფო), საპრეზიდენტო სისტემა (ინდონეზია, სამხრეთ კორეა და შეერთებული შტატები) ან ნახევრად საპრეზიდენტო სისტემა (საფრანგეთი, პოლონეთი, რუსეთი, უკრაინა და რუმინეთი).
როგორც წესი, ლიბერალურ დემოკრატიას ახასიათებს საყოველთაო საარჩევნო უფლება, რომელიც ყველა ზრდასრულ მოქალაქეს აძლევს ხმის მიცემის უფლებას განურჩევლად ეთნიკური ჯგუფის, სქესის, თანამდებობის, რასის, ასაკის, სექსუალური ორიენტაციის, შემოსავლის, სოციალური სტატუსის ან რელიგიისა. ამასთან ერთად, ზოგიერთ ლიბერალურ დემოკრატიად მიჩნეულ ქვეყანას ისტორიულად ჰქონდა უფრო მეტი შეზღუდული საარჩევნო უფლება. დღესაც ზოგიერთ ქვეყანას, რომელიც მიიჩნევა ლიბერალურ დემოკრატიად არ აქვს საყოველთაო საარჩევნო უფლება. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოში ხანგძლივ პატიმრობაში მყოფ მსჯავრდებულებს არ აქვთ ხმის მიცემის უფლება, ეს არის პოლიტიკა რომლის წესებიც არღვევს ადამიანის უფლებებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო.[1] ამომრჩეველთა იდენთიფიკაციის კანონები მრავალი ქვეყანაში საჭიროებს დადებით იდენთიფიკაციას ხმის მიცემის დაწყებამდე. არჩევნების გზით გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას იღებს არა ყველა მოქალაქე, არამედ ისინი ვინც ელექტრორატის წევრები არიან და მონაწილეობენ კენჭისყრით ამომრჩველთა მონაწილეობა.
ლიბერალურ დემოკრატიული კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს დემოკრატიულ ხასიათს. ხშირად კონსტიტუციის მიზანი განიხილება, როგორც მთავრობისათვის უფლებამოსილების შეზღუდვა. ლიბერალური დემოკრატია ხაზს უსვამს ხელისუფლების დანაწილებას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას და მთავრობის შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის სისტემის შენარჩუნებას. ლიბერალურ დემოკრატიული ქვეყნები ხაზს უსვამენ სახელმწიფოს მნიშვნელობას, რომელიც იცავს კანონის უზენაესობის პრინციპს. მთავრობის უფლებამოსილება ლეგიტიმურად ხორციელდება მხოლოდ წერილობითი, საჯაროდ ცნობილი კანონების შესაბამისად, რომლებიც მიღებულია და ხორციელდება დადგენილი წესით. ბევრი დემოკრატიული ქვეყანა სახელმწიფო მოწყობის მიხედვით არის ფედერალური, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ვერტიკალური გამიჯვნა, ხელისუფლების ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, მმართველობითი უფლებამოსილებების დაყოფით მუნიციპალურ, პროვინციულ და ეროვნულ მთავრობებს შორის (გერმანია, სადაც ფედერალური მთავრობა იღებს მთავარ საკანონმდებლო პასუხისმგებლობას და ფედერაციულ აღმასრლებელ დავალებას ასრულებენ ქვეყნები).