მოლდავური ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
მოლდავური ენა (limba moldovenească, лимба молдовеняскэ) — მოლდოვაში რუმინული ენის ორი ადგილობრივი დასახელებიდან ერთ-ერთი. ენათმეცნიერთა ერთი ნაწილის მიხედვით, მოლდავური იგივე რუმინული ენაა; სხვების აზრით, მოლდავური ენა წარმოადგენს რუმინული ენის მოლდავურ დიალექტს. არსებობს მოსაზრებები იმის შესახებაც, რომ მოლდავური დამოუკიდებელი ენაა.
მოლდავური limba moldovenească лимба молдовеняскэ | |
ოფიციალური სტატუსი | დნესტრისპირეთი |
ლინგვისტური კლასიფიკაცია | ინდოევროპული ოჯახი:
|
დამწერლობის სისტემა | ლათინური, კირილიცა |
ენის კოდები | ISO 639-1: mo ISO 639-2: mol SO/FDIS 639-3: mol |
ვიკისივრცე | |
ენის თარგი | {{Lang-mo}} |
ვიკისივრცეში არის ვიკიპედია — მოლდავური |
მოლდოვის დამოუკიდებლობის დეკლარაციით, ოფიციალური ენა იყო რუმინული. 1994 წლის კონსტიტუციით სახელმწიფო ენად „მოლდავური“ განისაზღვრა (მე-13 მუხლი). საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის განმარტებით, 1994 წლის კონსტიტუციის მე-13 მუხლი ეწინააღმდეგებოდა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. 2023 წლიდან ყველა საკანონმდებლო აქტსა და კონსტიტუციაში „მოლდავური ენა“ ჩანაცვლდა „რუმინულით“.
მოლდოვას სეპარატისტულად გამოყოფილ დნესტრისპირეთში ოფიციალური ენებია „მოლდავური“, რუსული და უკრაინული.
ექსპერტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სახელწოდება „მოლდავური“ რუმინულმა ენამ საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ რუმინეთის ტერიტორიაზე მხოლოდ პოლიტიკური მიზეზების გამო მიიღო. ენათმეცნიერთა ამ ჯგუფის მიხედვით, მოლდავური ენა რუმინული ენის მოლდავური დიალექტის დამწერლობით ფორმასაც კი არ წარმოადგენს.