ფილოსოფია
From Wikipedia, the free encyclopedia
ფილოსოფია — მეცნიერება, მსოფლმხედველობა, იდეების და შეხედულებების სისტემა სამყაროზე და მასში ადამიანის ადგილზე. მისი კვლევის საგანია სამყაროსთან ადამიანის შემეცნებითი, სოციალურ-პოლიტიკური, ღირებულებითი, ეთიკური და ესთეტიკური ურთიერთობები. ფილოსოფიის სხვადასხვა პრობლემების გადასაჭრელად იყენებდნენ ისეთ ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებს, როგორებიცაა: დიალექტიკა და მეტაფიზიკა, რაციონალიზმი და ემპირიზმი, მატერიალიზმი და იდეალიზმი, ნატურალიზმი და სპირიტუალიზმი, დეტერმინიზმი და ინდეტერმინიზმი და ა. შ.
თანამედროვე ფილოსოფიის ძირითადი ტენდენციები დაკავშირებულია ისეთი ფუნდამენტური პრობლემების გააზრებასთან, როგორებიცაა თანამედროვე ცივილიზაციის ბედი, კულტურების მრავალფეროვნება და ერთიანობა, ადამიანის შემეცნების ბუნება, ყოფიერება და ენა.