ხანქენდი
ქალაქი / From Wikipedia, the free encyclopedia
ხანქენდი (აზერ. Xankəndi; სომხ. Ստեփանակերտ - სტეფანაკერტი; 1923 წლამდე სოფელი ხანქენდი; ძველი სახელი ეწოდა სტეფანე შაუმიანის პატივსაცემად) — ქალაქი აზერბაიჯანში, ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ცენტრი, ყარყარჩაის ხეობაში; თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი. რკინიგზის სადგური – აღდამიდან 26 კმ, ევლახ-ნახიჩევანის საავტომობილო გზაზე. განვითარებულია მსუბუქი (აბრეშუმის კომბინატი, ფეხსაცმლის, ხალიჩების, სამკერვალო ფაბრიკები) და კვების (ღვინის ქარხანა, რძის კომბინატი) მრეწველობა. არის ელექტროტექნიკური, ასფალტბეტონის ქარხნები, საშენ მასალათა კომბინატი, ავეჯის ფაბრიკა.
ტერმინს „ხანქენდი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ხანქენდი (მრავალმნიშვნელოვანი). |
სწრაფი ფაქტები ქალაქი, ქვეყანა ...
ქალაქი | |
---|---|
ხანქენდი სტეფანაკერტი აზერ. Xankəndi სომხ. Ստեփանակերտ | |
ქვეყანა | აზერბაიჯანი |
კოორდინატები | 39°48′55″ ჩ. გ. 46°45′07″ ა. გ. |
ფართობი | 29.12 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 813±1 მეტრი |
მოსახლეობა | 49 848 (2005)[1] |
სასაათო სარტყელი | UTC+04:00 |
დახურვა