ჯაღირა
სოფელი საქართველოში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯაღირა — სოფელი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ობუჯის თემის შემადგენლობაში (სოფლები: ობუჯი, სამესხიო, ჯაღირა).[2] მდებარეობს მდინარე ჭანისწყლის (ხობისწყლის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 210 მეტრზე. ქალაქ წალენჯიხიდან დაშორებულია 12 კილომეტრით.
სწრაფი ფაქტები სოფელი, ქვეყანა ...
სოფელი | |
---|---|
ჯაღირა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | წალენჯიხის მუნიციპალიტეტი |
თემი | ობუჯი |
კოორდინატები | 42°32′17″ ჩ. გ. 42°03′38″ ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 210 მ |
მოსახლეობა | 237[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დახურვა
წყაროებში პირველად იხსენიება XVII საუკუნის შუა წლებში. მაღალ გორაკზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების ციხე-დარბაზის (კოშკისა და გალავნის) ნანგრევები.