სერხი რობერტო
From Wikipedia, the free encyclopedia
სერხი რობერტო კარნისერი ესპ. Sergi Roberto Carnicer; დ. 7 თებერვალი, 1992, რეუსი, ესპანეთი) — ესპანელი ფეხბურთელი, საფეხბურთო კლუბ „ბარსელონისა“ და ესპანეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი. კლუბში თამაშობს ასევე მარჯვენა მცველის პოზიციაზე.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | სერხი რობერტო კარნისერი | ||
დაბადების თარიღი | 7 თებერვალი, 1992 (1992-02-07) (32 წლის) | ||
დაბადების ადგილი | რეუსი, ესპანეთი | ||
სიმაღლე | 178 სმ.[1] | ||
სათამაშო პოზიცია |
ცენტრალური ნახევარმცველი მარჯვენა მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ბარსელონა | ||
ნომერი | 20 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
2000–2004 | სანტეს კრეუსი | ||
2004–2006 | ხიმნასტიკი | ||
2006–2009 | ბარსელონა | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2009–2013 | ბარსელონა B | 106 | (7) |
2010– | ბარსელონა | 240 | (12) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
2008–2009 | ესპანეთი 17 წლ. | 11 | (3) |
2010–2011 | ესპანეთი 19 წლ. | 9 | (0) |
2011 | ესპანეთი 20 წლ. | 5 | (1) |
2011–2014 | ესპანეთი 21 წლ. | 14 | (2) |
2016– | ესპანეთი | 10 | (1) |
2011– | კატალონია | 6 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 14 აპრილი, 2024 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 5 ივნისი, 2021 |
2009–2013 წლებში ირიცხებოდა „ბარსელონის“ მეორე გუნდში, მაგრამ ხშირად იძახებდნენ ძირითად გუნდში. მისი დებიუტი ძირითად გუნდში 2010 წლის ოქტომბერში შედგა, ესპანეთის თასზე გამართულ შეხვედრაში. ჩემპიონთა ლიგაზე პირველი შეხვედრა ჩაატარა მადრიდის „რეალის“ წინააღმდეგ, სანტიაგო ბერნაბეუზე გამართულ მატჩში, რომელშიც კატალონიელებმა 2-0 იმარჯვეს.
2013 წლის ივლისიდან „ბარსელონის“ ოფიციალური წევრია. 2016 წელს, მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ სერხი რობერტოს პოზიცია შეუცვალა და მარჯვენა მცველად დააყენა პრიმერა დივიზიონის მატჩებში. ახალი პოზიცია სერხიმ კარგად მოირგო და გუნდისათვის არანაკლებ პროდუქტიული გახდა.