აახენის ბრძოლა — მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი საკვანძო დაპირისპირება დასავლეთის ფრონტზე გერმანელებსა და ამერიკელებს შორის, 1944 წლის 2-21 ოქტომბერს. ქალაქი აახენი ზიგფრიდის ხაზის ნაწილი იყო. მოკავშირეებს იმედი ჰქონდათ, რომ მას მალე ჩაიგდებდნენ ხელში და ამ გზით ინდუსტრიალიზებულ რურის რეგიონში შეიჭრებოდნენ. იმის მიუხედავად, რომ ქალაქის მშვიდობიანი მოსახლეობის უმეტესობა ევაკუირებული იყო, ბრძოლებმა აახენის უმეტესი ნაწილი დაანგრია და ორივე დაპირისპირებულ მხარეს მძიმე დანაკარგი მოუტანა. ეს ამერიკელთათვის მეორე მსოფლიო ომის უდიდესი ურბანული ბრძოლა და პირველი გერმანული ქალაქი იყო, რომელიც მოკავშირეებმა აიღეს. ბრძოლა გერმანელთა დანებებით დასრულდა, მაგრამ მათმა თავგამოდებულმა წინააღმდეგობამ მოკავშირეთა გერმანიაში შეჭრის გეგმას სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ბრიტანელი ისტორიკოსი მარკ ფელტონი აახენის ბრძოლას „ამერიკის მინი სტალინგრადს“ უწოდებს.
სწრაფი ფაქტები აახენის ბრძოლა, მდებარეობა ...
აახენის ბრძოლა |
---|
მეორე მსოფლიო ომის, დასავლეთის ფრონტისა და ზიგფრიდის ხაზის კამპანიის ნაწილი |
ამერიკელი მეტყვიამფრქვევეები ისვრიან გერმანული პოზიციების მიმართულებით აახენის ერთ-ერთ ქუჩაზე, 1944 წლის 15 ოქტომბერი. |
მდებარეობა |
აახენი, გერმანია |
---|
მხარეები |
---|
|
მეთაურები |
---|
|
ძალები |
---|
|
დანაკარგები |
---|
5000+ მოკლული და დაჭრილი 5600 დატყვევებული |
5000 დაჭრილი 2000 მოკლული |
|
აახენის ბრძოლა ვიკისაწყობში |
დახურვა